„ბეთლემი“ აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა

ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.

ანსამბლი ,,ბეთლემი" 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით - „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.

ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.

ანსამბლმა პირველი კონცერტი 10 ივლისს ქალაქ გუბაში გამართა, ხოლო 11 ივლისს, ბაქოს სახელმწიფო თეატრში. ფესტივალში, რომელშიც თურქეთის, ირანის, მოლდავეთის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და სხვა შემოქმედებით კოლექტივები მონაწილეობდნენ, „ბეთლემმა“ მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლი ,,ბეთლემი" 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით - „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.

ანსამბლი ,,ბეთლემი” 9-13 ივლისს, აზერბაიჯანში ფოლკლორული ცეკვების III საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით – „მეგობრობის ხიდი“ იმყოფებოდა.

წარმატებული გამოსვლისათვის ბაქოს ოფიციალურმა პირებმა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორს ჯამბულ სურმანიძესა და ანსამბლის წევრებს მადლობა გადაუხადეს და დიპლომითა და სერთიფიკატით დააჯილდოვეს.

შინ დაბრუნებულ ანსამბლს, დღეს ქედის მერი ლევან გორგილაძე შეხვდა და წარმატებული გასტროლი მიულოცა. ქორეოგრაფებმა – იმედა ფარტენაძემ და მზია ტუნაძემ, ქედის მერს ბაქოდან გამოტანებული სპეციალური სიგელი გადასცეს და ფესტივალში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი