ბათუმის მერია პანორამულ ბორბალს [ე.წ. ეშმაკის ბორბალი ] ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს. ქონების საწყის ფასად 160 000 ლარი განსაზღვრეს, ამ თანხაში შედის მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა – 35 500 ლარი და პანორამული ბორბალის საიჯარო ქირა – 125 500 ლარი.
ამ დრომდე პანორამული ბორბალი „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“-ს უზურფრუქტით ჰქონდა გადაცემული. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით ეს სააგენტო მერიამ გააუქმა და მისი ფუნქციები სხვადასხვა სამსახურებმა გადაინაწილეს.
პანორამული ბორბალის აუქციონის წესით გასხვისებათან დაკავშირებით თანხმობის მიღების თაობაზე ბათუმის მერიამ საკრებულოს მიმართა, საკრებულო საკითხის განხილვას 21 მაისს დაგეგმილ სხდომაზე გეგმავს.