ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტის გამო „ქობულეთობის“ გადადებას ითხოვენ

„ქობულეთობის“ გადადებისა და, შესაბამისად, უკვე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გრაფიკში ცვლილების შეტანის ინიციატივით ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს  განათლების, კულტურის, სპორტისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართა. ამის მიზეზად ნათია ნიჟარაძემ „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტი დაასახელა. გარდა ამისა, მან დღესასწაულის დასახელების შეცვლაც მოითხოვა.

„ქობულეთობა“ სეზონის გახსნა შეიცვალოს „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთობა 2018“-ით. ვინაიდან, აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო ივნისის თვის ბოლო შაბათ-კვირას, კერძოდ 30 ივნისს, ამავე დღეს ,,ბლექ სი არენა“-ზე დაგეგმილია მასშტაბური კონცერტი, რის გამოც, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ღონისძიება გადატანილი იქნას 1 ივლისს – ნაცვლად მეორე კვარტლისა მესამე კვარტალში“, – ნათქვამია სამსახურის უფროსის მოხსენებით ბარათში.

მან მოხსენებით ბარათთან ერთად მერს 2018 წლის კულტურული ღონისძიებების კორექტირების პროექტიც წარუდგინა. მერმა კი, თავის მხრივ, ის განსახილველად საკრებულოში გადააგზავნა.

რას გადაწყვეტს საკრებულო, ეს 10 მაისს სხდომაზე გამოჩნდება.

ამავე თემაზე:

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი