შეხლა-შემოხლა მოჰყვა 4 აპრილს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში გიგანტური ევკალიპტის გატანას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ხის გადატანას აპროტესტებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქციას მართავენ. მათი თქმით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, თუმცა შს სამინისტროში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ვიდეო მაუწყებლობა აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”: