სიახლეები

”ნაციონალური მოძრაობა”: შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო]

02.09.2015 • 2383
”ნაციონალური მოძრაობა”:  შპს სტადიონის შექმნა ზრდის კორუფციის რისკს [ვიდეო]

თემას დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“  პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ შპს „სტადიონის“ შექმნა ზრდის კორუფციის რისკს და გააჭიანურებს სტადიონისა და საავადმყოფოს აშენების პროცესს.   

„მე მოვუწოდებ უმაღლესი საბჭოს წევრებს,  არ მიიღონ მონაწილეობა ამ ფარსში. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დღეს დაკანონდება კორუფციული გარიგების შემთხვევა აჭარაში,“ – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. 


გადაბეჭდვის წესი