მინისტრის ბრძანებით, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ელექტრონული რეესტრის წარმოება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურს დაევალა.
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების [გმო] ერთიანი რეესტრის ფორმაში უნდა მიეთითოს გმო-ს მწარმოებელი კომპანია, წარმოების ადგილი, დასახელება, აღწერილობა, გამოყენების მიზანი, გმო-ს საბაზრო ქსელში განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის საიდენტიფიკაციო და სხვა მონაცემები.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გასულ თვეში საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების ჩამონათვალი დაამტკიცა. ჩამონათვალში ძირითადად სოიაა.