თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე – SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს – აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და …

თიბისი ბიზნესებს ინვოისების მართვას უმარტივებს

თიბისი ბიზნესებს მხარდაჭერის მიზნით, ინვოისინგის ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს იმ რუტინას, რომლის შესრულებაც კომპანიებს ყოველდღიურად უწევთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელია ინვოისების, ჩარიცხვების და გადარიცხვების ეფექტური კონტროლი და რეპორტინგი. ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების თანხის კომპანიის ანგარიშზე დროულად ჩარიცხვა. ინვოისების მართვის მოქნილი სქემა, რომელიც invoice.ge-მ შექმნა, ინტეგრირებულია თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკთან. მისი მეშვეობით …

თიბისის მხარდაჭერით იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში. გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი …

რესტორანი „ზაზანოვა“ თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით.  თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს. როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში  15 ადამიანია …

გურიაში ჩხავერის კულტურის აღდგენა თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება

ჩხავერი გურიის აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ ღვინოს აყენებენ. გურიის რეგიონის გარდა ჩხავერი მოჰყავთ აჭარაშიც და იმერეთშიც. ბოლო წლებში საქართველოში კვლავ დაიწყო გადაშენების პირამდე მისული ჩხავერის კულტურის აღდგენა. რევაზ ანთაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ჩოხატაურში მამაპაპისეულ მიწაზე ჩხავერის მოყვანის ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა. მან თიბისის მხარდაჭერით 3500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე 700 ძირი ჩხავერი …

თიბისის მხარდაჭერით „ყაზბეგი ჯგუფმა“ სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას  ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება. „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს. „ჩვენს მხარეში …

თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტა“ წარმოებას აფართოებს

ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ – დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება. დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა …

აჭარა ჯგუფი, თიბისის მხარდაჭერით, მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს

აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა. პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, …

თიბისი ფეი 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს

აქ.ახლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისი ფეი სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს. გადაწყვეტილება კომპანიამ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად მიიღო. სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის …

თიბისის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ ჩატარდება

პირველად საქართველოში, აქ და ახლა თიბისის და მასტერქარდის ორგანიზებით ორგანიზაციული ტრანსფორმაციის და ეჯაილის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯაილი“ მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი პროფესიონალები საერთაშორისო კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ეჯაილ ტრანსფორმაციის საუკეთესო პრაქტიკებს. კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები ეფი ვან დენ ბორნე და პიტერ ჯეიკობსი, რომლებიც საერთაშორისო ჰოლანდიური …

თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის

აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თიბისის მეწარმეებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ. პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 50.000 ლარიდან – 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის, რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო …

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ ვირტუალური კვირეული

წელს „ქოლგა თბილისი ფოტო“, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში – www.kolga.ge უმასპინძლებს. 4 მაისს, გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელსა და „არტ არეას“ პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: [checklist] დოკუმენტური სერია რეპორტაჟი კონცეპტუალური ფოტოპროექტი ერთი …

#თიბისიშენთვის ფარგლებში, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის სპეციალური ბარათი შეიქმნა

პროგრამის – #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს – სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს. თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით – ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ. ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი …

პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის

პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს. ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. ციფრული …

თიბისი შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. ასევე, თიბისის მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია. ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების …

#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას ქმნის.

თიბისის და ვენდუს ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას. ამისათვის, პლატფორმა tbc4u.vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ. დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. …

Le Méridien – ბათუმში მერიოტის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

3 მარტს ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან, სასტუმროების ცნობილი ბრენდის, Marriot-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien-ი საზეიმოდ გაიხსნა. Le Méridien-ი 105 ნომრით, ღია და დახურული აუზებით, სპა და ფიტნესცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით, სტუმრებს უკვე დღეიდან, 3 მარტიდან უმასპინძლებს. სასტუმრო Le Méridien-ი „ბათუმი თაუერში“ მდებარეობს, რომელიც 2 ნაწილს აერთიანებს. 205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი …

Exit mobile version