თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ერთვება

2021 წლის 1 სექტემბრიდან, თიბისი სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს (3 ან მეტი შვილი) ან ახალდაბადებული შვილის (ბავშვები, რომლებიც 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე არიან დაბადებულნი) მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის …

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 განსხვავებული ფერისაა და მათ მომხმარებლები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეარჩევენ. ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თიბისიმ Visa-სთან ერთად მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნა, პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა პოს-ტერმინალებზე, ონლაინ ვაჭრობისას, ასევე …

ქუთაისის საზ. ტრანსპორტში TBC -ის სტუდენტური ბარათებით გადახდისას ტარიფი განახევრდება

სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი – 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება. სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება. მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით (032 …

თიბისი კაპიტალის დახმარებით EBRD -იმ 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა. ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული …

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი. …

თიბისიმ დიზაინ ტრანსფორმაცია დაიწყო

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისიმ დიზაინის პრაქტიკა ბიზნესსა და პროდუქტების შექმნის პროცესში შემოიტანა. დიზაინის ცოდნა თანამედროვე კომპანიებისთვის ახალი ეტაპია და ის პირველ რიგში, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტაციას გულისხმობს. დიზაინ ტრანსფორმაციის მიზანია სხვადასხვა ხელსაწყოთი დიზაინი, როგორც კომპანიის მოწყობის, ისე პროდუქტების და იდეების შექმნის განუყოფელი ნაწილი გახადოს, გუნდმა მომხმარებლის თვალით შეხედოს პროცესებს, მეტი დრო დაუთმოს …

Social Impact Award 2021 ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 10 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ათივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ …

იმოგზაურე ლიტერატურაში – მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ხვალიდან ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით, „საბას“ ბიბლიოთეკის 1 თვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება. ხშირად მგზავრობა მოსაწყენ, …

თიბისის პროექტი – სტარტაპ დეკრეტი იწყება

უკვე მესამედ, თიბისი თანამშრომლებს უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტში – სტარტაპ დეკრეტი და 6 თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი ბიზნესიდეის განვითარებას მოახმარონ. პროექტში მონაწილეობის მსურველი თიბისელებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ კი, ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს სექტემბერში გამოავლენს. …

თიბისის სტარტაპერი ფესტივალის „გაუსინჯე თბილისს გემო” – ს მხარდამჭერია

5 და 6 ივნისს მუშთაიდის პარკი კერძების სურნელით აივსო. ფესტივალის „Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო“ ორგანიზატორების მიერ შერჩეული კვების ობიექტებისა თუ ახლადგახნილი რესტორნების მზარეულებმა იქ მისულ ადამიანებს ე.წ. „სტრიტ ფუდის“ განსაკუთრებული გემო შესთავაზეს. ფესტივალში სხვა კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პროგრამა სტარტაპერის მონაწილე რესტორნები, კაფეები და სხვა სახის კვების ობიექტები; ასევე, ხელნაკეტი ნივთების მწარმოებელი სტარტაპები. …

თიბისის მხარდაჭერით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა შენდება

საცხოვრებელი კომპლექსის – „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის – „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა, თიბისის მხარდაჭერით შენდება. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე შედგა. თიბისის მხრიდან, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ჯამური დაფინანსება 21,5 მილიონ დოლარს შეადგენს, უშუალოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის კი – 5 მილიონ …

გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს ბარათით გადაიხდიან

ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი – 20 მაისიდან ამოქმედდება. მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, …

TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია – “ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები“ გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 13 მაისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში გაიმართება და მას ნიდერლანდების ლიდერი კომერციული ბანკის, ABN Amro-ს მონაცემთა მეცნიერი, ვიოლეტა მიშევა გაუძღვება. სესიის თემა ამჯერად მანქანური დასწავლის (ML) მოდელების ქცევის ახსნის მეთოდებს შეეხება და ის ინგლისურ ენაზე ჩატარდება. …

დმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა

დმანისის მუნიციპალიტეტში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციითა და თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. სოფელ ზემო ყარაბულახში, ფრანგული მეხორცული ჯიშის – სალერსის ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა – „GREEN ALLIANCE“ დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 6 მილიონი ლარია. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. ტერიტორია ბევრი კვლევის შედეგად შეირჩა …

Social Impact Award 2021 – სამუშაო შეხვედრები დაიწყო

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის მეორე ეტაპს, სამუშაო შეხვედრების სერიებს იწყებს. პროექტი თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. ონლაინ სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, კახეთსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო შეხვედრებზე ახალგაზრდები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის პრინციპებს, განავითარებენ ბიზნესიდეებს,  მოარგებენ შესაბამის ბიზნესმოდელს …

თიბისიმ თვითდასაქმებულებისთვის სესხის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

თიბისი თვითდასაქმებულ პირებს სესხის მიღების შესაძლებლობას გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. „სესხი შენთვის“ ფარგლებში თვითდასაქმებული პირი ავსებს განაცხადს ვებ-გვერდზე – www.tbccredit.ge, რის შემდეგაც მას ბანკის თანამშრომელი ვიდეო ზარით საქმიანობის დასადასტურებლად უკავშირდება. შესაბამისად, სესხის მიღება რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. თვითდასაქმებულ პირებზე მორგებული გამარტივებული სესხის შესახებ კითხვებს, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი, გიორგი …

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით. პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი – ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე …

Social Impact Award 2021 იწყება

თიბისიმ და UNDP საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, ახალგაზრდების გაძლიერებას, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ქალთა ხელშეწყობას ბიზნესის განვითარებაში. მემორანდუმის ფარგლებში პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა და Impact Hub Tbilisi, თიბისისა და UNDP საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური …

თიბისის მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა

Mova Jewelry ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლისთვისაც პანდემიის პირველი ტალღა  პირველი სტენდის გახსნას დაემთხვა. დამფუძნებლები – სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი – მალევე მიხვდნენ, რომ თვეების განმავლობაში დაგეგმილი, აწყობილი, რეალიზაციისთვის გამზადებული და პანდემიის გამო უვადოდ შეჩერებული ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით უნდა გადაერჩინათ. ამისთვის კი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი b2c პლატფორმა იდეალური საშუალება აღმოჩნდა, რაც Mova-მ უმოკლეს დროში …

მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ – Global Finance „თიბისი“ საუკეთესო ბანკად აღიარა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance „თიბისი“ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის ლიდერობას საქართველოს ბაზარზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში კომპანიის საქმიანობა მომხმარებელზე და მათ საჭიროებებზე იყო მორგებული. „ბანკები მსოფლიოს მასშტაბით მთავარ როლს ასრულებენ ეკონომიკის აღდგენის პროცესში. საუკეთესო ბანკების კატეგორიაში ის ლიდერი ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით …

თიბისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უერთდება 

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს, რომლის წლევანდელი სლოგანია – იცოდე შენი უფლებები – იყავი დაცული! ინიციატივას თიბისიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებს  გაზრდილ საპროცენტო სარგებელს სთავაზობს, ინტერნეტ და მობაილბანკით გახსნილ ნებისმიერ ვადიან ანაბარზე, ნებისმიერ ვალუტაში. სპეციალური პირობებით სარგებლობა მომხმარებლებს 2021 წლის მარტის ბოლომდე შეეძლებათ.  პირობების შესახებ …

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ – Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: …

ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას. ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც …

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში დაასახელეს

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების  სამეულში დასახელდა.  ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი  მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან. თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal …

რა მეთოდებს იყენებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

დღეს ინტერნეტის და ციფრული სერვისების გარეშე ცხოვრება ბევრი ჩვენთაგანისთვის წარმოუდგენელია. ამ ევოლუციამ ყოველდღიურობა ძალიან გაამარტივა – ონლაინშოპინგიდან დაწყებული, საბანკო მომსახურებით დამთავრებული – ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად ვაკეთებთ. ამ დიდ კომფორტს თავისი საფრთხეებიც ახლავს თან, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, გსმენიათ, რომ ინტერნეტსამყაროში არსებობენ „მოხერხებული“ თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი საბანკო …

საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს. …

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა „ბიზნესდაჯილდოება 2020“ აქ და ახლა გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 400-მდე მონაწილეს შორის დაასახელა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ: [checklist] საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ბილიკი საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის: ალტერსოქსი საუკეთესო ინოვაციის შექმნისთვის: BioCure საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: ჩიკატაი ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: ჟუჟუნა [/checklist] გამარჯვებულები პრიზებად ბიზნესებზე მორგებულ …

თიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის

თიბისი ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს – აგრობარათს სთავაზობს, რომელსაც ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად გამოიყენებენ. ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი, როგორიცაა სათესლე და სარგავი მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის, სხვადასხვა აგრო მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა, მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების …

თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის

თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს,  შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება. პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს …

„ზოოსითი“ – შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სტანდარტი

„ზოოსითი“ ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქრთველოში, რომლის კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების თუ ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის – თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც აერთიანებს. „2003 წელს გავხსენით პირველი მაღზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა …

თიბისი ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, თიბისის მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით. აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა  და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან …

ბინის დაზღვევა ბევრად მეტია, ვიდრე გეგონა

საინტერესოა, შენ რა წარმოგიდგენია, როცა ბინის დაზღვევაზე ფიქრობ? ალბათ, გონებაში პირველად ყველაზე ხშირად მომხდარი და მრავალჯერ გამეორებული წყლის ჩამოსვლა გაგახსენდება. სავარაუდოდ, ისიც კარგად იცი, ბინის დაზღვევა ხანძარს, ყაჩაღობას, გათბობის სისტემების, ელექტრო თუ სხვა შიდა გაყვანილობების მწყობრიდან გამოსვლას და სტიქიურ მოვლენებსაც რომ ფარავს. თუმცა, თიბისი დაზღვევა სვამს კითხვას – იცი თუ არა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევების დადგომისას …

„ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს

ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და ბრენდის მაღაზიებშიც. კომპანიამ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და თურქეთიდან ტანსაცმლის დასამზადებლად საჭირო ქსოვილების იმპორტი განახორციელა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ რთულ პერიოდში ქსოვილის შემოტანა საქართველოში და ახალი …

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან – ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს აერთიანებს და მას მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge.ge ან თიბისის ნებისმიერ …

თიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე

პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. „საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში …

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელი, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20,000 ლარით ან აღმოაჩინოს 20,000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი. თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება მომენტალური პრიზით, მათ შორის: PSP-ს, …

Exit mobile version