Batumelebi | გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს ბარათით გადაიხდიან გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს ბარათით გადაიხდიან – Batumelebi
RU | GE  
tbc

გორისა და ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს ბარათით გადაიხდიან

ქუთაისის და გორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს და თიბისის თანამშრომლობის შედეგად, სიახლე ქუთაისში 17 მაისიდან, გორში კი – 20 მაისიდან ამოქმედდება.

მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ისე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია გორისა და ქუთაისის თიბისის ფილიალებში, ასევე, გორსა და ქუთაისში მდებარე „სპარის“ და „დეილის“ ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:იმგზავრე თიბისის ბარათით გორსა და ქუთაისში – TBC Bank

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი