€50 მილიონი აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციისთვის – კონსულტანტები შერჩეულია

დღეს, 20 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამწმენდი პროგრამისთვის საკონსულტაციო მომსახურებას. „დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამწმენდი პროგრამა აჭარაში“ 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება. პირველ ეტაპზე, როგორც ადრე ალიანსში აცხადებდნენ,  შესრულდება ის სამუშაოები, რასაც ეს თანხა გაწვდება …

სპეციფიკური სუნი ადლიაში – „ბათუმის წყალი“ გამწმენდ ნაგებობაზე ბიოგაზის დაჭერას გეგმავს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში მოქალაქეები ხშირად უჩივიან სფეციფიკურ, უსიამოვნო სუნს. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის ნაგავსაყრელია განთავსებული, ბოლო 6 წელია აქ ქალაქის საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობაც ფუნქციონირებს. უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზად ამ დრომდე მხოლოდ ნაგავსაყრელი სახელდებოდა, „ბათუმის წყალმა“ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არის გოგირდ-წყალბადის სუნი და აპირებს მის გაუნებელყოფას. …

მთავრობა აჭარის სოფლებში წყლის მისაყვანად 50 მილიონ ევროს ისესხებს

„აჭარის წყლის ალიანსი“ მაღალი გამავლობის [ჯიპი] ავტომობილს შეისყიდის, რისთვისაც 54 424 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება. სხვა პირობებთან ერთად ავტომობილი უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული და ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნით: AW…AL [აჭარის წყლის ალიანსი], თეთრი ან ვერცხლისფერი, შესაძლებელია სხვა ფერზე შეთანხმებაც. გამარჯვებულმა ავტომობილი სააქციო საზოგადოებას ხელმოწერიდან 40 დღეში უნდა მიაწოდოს. „აჭარის წყლის ალიანსი“ …

იქნება თუ არა წყალი სოფელში ფასიანი

ამ წუთებში  სასტუმრო „რედისონში“, აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა  მიმდინარეობს. შეხვედრაზე აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტისთვის საჭირო ინვესტიციების და ინსტიტუციონალური დახმარების საჭიროებები  უნდა განსაზღვრონ. პროექტი აჭარის  მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის  ფარგლებშიც საკონსულტაციო კომპანია მაქსის მიერ [ MACS – Energy …

ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა

დღეს, 21 ივლისს, ჩაქვში ზღვის დონიდან 52 მეტრზე, 2500 კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზების ფარგლებში გაკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა, რის შედეგად ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. მერიის ინფორმაციით, ერთ თვეში დასრულდება …

Exit mobile version