ეს ყველასთვის არის გაკვეთილი – თურნავა ბათუმის ტრაგედიაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, დღეს, 12 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა მუნიციპალიტეტების დონეზე სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე ფიქრობს. „ეს ფაქტი არის დამაფიქრებელი. თუმცა ესა თუ ის ადამიანი რას გააკეთებს თავის სარდაფში, ვერ გავიგებთ, თუ არ შეატყობინებს ის შესაბამის სტრუქტურებს. ამიტომ თითოეულ ადამიანს მართებს წინდახედულება და პასუხისმგებლობა და …

შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო მასალების განთავსება

მუნიციპალიტეტების მიერ უკვე განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მიერ გამოქვეყნდა აჭარის 5 მუნიციპალიტეტის – ბათუმის, ხელვჩაურის, ქედის, შუახევისა [ბმული 1 და 2] და ხულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებები, თუმცა არ არის გამოქვეყნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება. უსკოში „ბათუმელებს“ …

აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო], 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, აჭარაში მოქმედი 6 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების სია გამოაქვეყნა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები არიან: ირაკლი გვარჯალაძე – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ნინო შაქარაძე – №80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი; ბადრი ღაღაიშვილი – №81 ქობულეთის …

უსკო: აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში 306 091 ამომრჩეველია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091. აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება: №68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი]; №71 მაჟორიტარულ ოლქს  – №81 …

2,3 მილიონი ლარი საარჩევნო ოლქების დასაფინანსებლად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის [ხარჯთაღრიცხვის] მიხედვით: ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო ოლქს 56,257 ლარი გამოეყო, ქედას [N80] – 23 177, ქობულეთს [N81] – 32 467, შუახევს [N82] – 29 557, ხელვაჩაურს [N83] – 33 047, ხოლო ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისიას – 33 …

უსკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ანალოგიური გრაფიკი, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, 8 ივნისს დაამტკიცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც [ცესკო].

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 3 ივნისის შესაბამისი განკარგულება, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში მიმდინარე წლის 8 ივნისს შევიდა. აჭარის მთავრობამ კი, სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამჯერად უკვე წინასაარჩევნო რეჟიმში, კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და კომისიის ერთი წევრის შესარჩევად ისევ გამოაცხადა. …

Exit mobile version