ხულოს მერი გოჩა მელაძე იქნება – წინასწარი შედეგები

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ხულოს  #84 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმის 60,71% -ი მიიღო. მერობის კანდიდატებს შორის, ხულოში, ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 25% -ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ნუგზარ სოლომონიძეს,  ამომრჩეველთა 11, 25 % – მა დაუჭირა მხარი, ხოლო ყველაზე ნაკლები ხმა …

ქედის მერი ლევან გორგილაძე იქნება

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ქედის # 80 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან გორგილაძემ ამომრჩეველის ხმათა 64, 52% – ით გაიმარჯვა. ცენტრალურ სარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს შორის, ქედაში ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 8,73% -ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ბარამიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა 8,73% – მა დაუჭირა …

ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო. ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის …

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება

შუახევის # 82 საარჩევნო ოლქში, არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მერობის ხუთი კანდიდატიდან ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა  – 68, 44% – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ მიიღო, მეორე ადგილზე,  17, 05% – ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ომარ მეგრელიძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, მირზა თურმანიძეს, ამომრჩეველთა 8,74%- მა მისცა ხმა, საარჩევნო ბლოკი  – „დიმიტრი …

ბათუმში არჩევნებზე 50 770 ამომრჩეველი მივიდა

21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა, სულ 138 120-მა ამომრჩეველმა. აჭარაში 306 861 ამომრჩეველია. მუნიციპალიტეტებს შორის პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში იყო – 36, 37 პროცენტი, ყველაზე მაღალი კი ქედაში – 66.09 პროცენტი. ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო შედეგები ასეთია: ბათუმში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50770-მა ამომრჩეველმა; ქედაში – 10339-მა ამომრჩეველმა, ქობულეთში – 33821-მა ამომრჩეველმა [49.95%], შუახევში – 9192-მა ამომრჩეველმა [61.24%], …

არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

ზოგან იყო პანდუსი, მაგრამ არ იყო ადაპტირებული საარჩევნო კაბინა, ან პანდუსი არ იყო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლეს ასვლა თავისუფლად შესძლებოდა,  იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანს ადაპტირებული კაბინა ჰქონდა, მაგრამ უბანი მეორე სართულზე მდებარეობდა, პანდუსი კი არ იყო. ერთ უბანზე შშმ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღია სივრცეში, ყველას დასანახად მოუხდა, რადგან უბანზე ადაპტირებული საარჩევნო კაბინა არ …

ზურაბ პატარაძე შესაძლო მეორე ტურზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის  შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში. შეგახსენებთ, რომ თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში …

ლაშა კომახიძის და ზურაბ პატარაძის კომენტარები ენმ-ის ბრალდებებზე

ბათუმის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლაშა კომახიძემ, თავის მხარდამჭერთა კლუბში ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე: „დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების დღე, რომელმაც ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში. გარკვეული ტიპის ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, ყოველი არჩევნებისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ საერთო ჯამში არის ძალიან მშვიდი, ძალიან პოზიტიური არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასება, ვფიქრობ არის …

ენმ ბათუმში საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. ,,კენჭისყრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩაატარა არა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ სუსმა. დღის განმავლობაში არაერთხელ გავახმაურეთ ფაქტი, თუ როგორ იღებდნენ საოლქო საუბნო კომისიაში რეგისტრატორი კომისიის წევრების მონაცემებს, როგორ ხდებოდა კარუსელში მონაწილე …

„ოცნების“ ქალაქიდან ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს

ბათუმის შემოგარენში მდებარე ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“ ამომრჩევლები რეგისტრაციის ადგილზე, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ, სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ ხმის მისაცემად წაყვანა მათ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა და ასევე, იყო შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაც. „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ თემაზე შეკითხვას შემაჯამებელ ბრიფინგზე უპასუხებენ.    

ცესკო: ბათუმში ამომრჩეველთა 29.2-მა პროცენტმა მისცა ხმა

ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ბათუმში 40797-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29.2 პროცენტია. ბოლო მონაცემებით აჭარაში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქედაშია, სადაც ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მისცა ხმა – 8177 ამომრჩეველი. ხულოში 11 284-მა  ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხულოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47-მა პროცენტმა. შუახევში 49.7-მა პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი – 7465 ამომრჩეველი. საკმაოდ დაბალია აქტივობა ხელვაჩაურში, სადაც ამომრჩეველთა 35.3-მა პროცენტმა …

რატომ ტოვებს კომისია ცარიელ გრაფას სადემონსტრაციო ოქმში?

ბათუმში საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში ცარიელია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფა.  უბნებზე ამბობენ, რომ გრაფას საგანგებოდ ტოვებენ ღიად, რომ თუ კი სპეციალურ სიაში ცვლილება შევა, გრაფაში რიცხვი ზუსტად აისახოს. ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ მათ გრაფის შევსებას კანონი უკრძალავს: „კენჭისყრის დასრულებამდე უბნებს არ აქვთ უფლება,  შეიტანონ სპეცსიის ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმში. …

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი: „ოცნების“ კოორდინატორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა

ბათუმში, მერვე სკოლასთან, #12 და #63 საარჩევნო უბნებთან  ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ვაშალომიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ოცნების“ კოორდინატორებმა. მას „ობიექტივის“ ჟურნალისტი, თეო შალიკაშვილი ემოწმება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.  

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო უბანზე აგიტაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“  ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში, 24-ე უბანზე „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ვახტანგ კიწმარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდა საარჩევნო უბნის შიგნით. მისივე თქმით, ამავე უბანზე დამკვირვებელია ვახტანგის შვილი, გურამ კიწმარიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნულზე დაიწერა საჩივარი და შედგა შესაბამისი ოქმი, მაგრამ გააძევეს თუ არა მამა-შვილი უბნიდან, ,,ქართულ ოცნებას” ჯერ ინფორმაცია არ აქვს. „მივიჩნევთ, რომ …

არაადაპტირებული კაბინა ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე და ხუთი საჩივარი

ბათუმში, #7 საარჩევნო უბანზე არაადაპტირებული კაბინაა, რის გამოც ორი საჩივარი დაიწერაა. საარჩევნო უბანზე ადაპტირებული კაბინის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ცალკე მაგიდაზე არჩია. ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების მიზეზი გახდა. საჩივარში წერია, რომ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღიად, კომისიის მდივნისა და რეგისტრატორის მაგიდების შორის მოუხდა და მისი არჩევანი დააფიქსირეს უბანზე მყოფმა პირებმა. …

სტატისტიკა: აჭარაში ხმა მისცა ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა

ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 16-მა პროცენტმა, სულ 49 041-მა ამომრჩეველმა. ყველაზე მეტად ამომრჩეველი კვლავინდებურად ბათუმში პასიურობს, 12 საათისთვის ბათუმში ხმა მისცა 12.6-მა პროცენტმა,  17 637-მა ამომრჩეველმა. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის ასეთია: ქედა – 3540 ამომრჩეველი, 22.6 პროცენტი; ხულო  – 4251 ამომრჩეველი, 17.7 პროცენტი; შუახევი – 3290 ამომრჩეველი, 21.9 …

ბათუმის #15 უბანზე მეოთხე საჩივარს წერენ

უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ერთი საჩივარი სწორედ ამის შესახებ დაიწერა. მეორე საჩივრის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ამომრჩევლის კაბინაში ბიულეტენის შევსების წესი გამოკრული არ იყო, მესამე საჩივარი კი მოქალაქე გალაკტიონ კაკაურიძემ დაწერა, რომელიც …

ცესკო: აჭარაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმშია, ყველაზე მაღალი – შუახევში

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია. აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი – ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია …

საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინფორმაციით, არჩევნები ყველა იმ უბანზე, სადაც წარმოდგენილია საიას დამკვირვებლები, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასახონ ბიულეტენში. გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა პროცედურული წესების დარღვევა, რაზეც საიას მიერ ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერა 6 შენიშვნა და 3 საჩივარი დაიწერა უბანზე. ხოლო არსებითი ხასიათის დარღვევა და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა …

სამი საჩივარი ბათუმის #79 ოლქში

ბათუმის #79 ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება. ოლქის მონაცემებით, 10 საათისთვის ბათუმში 7 014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტს მცირედით აჭარბებს. ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია.

ენმ ბათუმში: 43 საჩივარი დავწერეთ ათი საათისთვის

11 საათზე ბრიფინგი გაიმართა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი დარღვევები ჩამოუთვალა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს: „45-ე უბანზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მარკირებას არ უმოწმებდნენ ამომრჩევლებს. 49-ე უბანზე მას შემდეგ, რაც წილისყრა მოხდა და განისაზღვრა კომისიის წევრების ფუნქციები, რეგისტრატორი კომისიის წევრების ვინაობას თავმჯდომარე ტელეფონით აწვდიდა უცხო პირებს. ეს არის საგანგაშო …

Exit mobile version