თუ ჯარი გიწევთ და საზღვარგარეთ ხართ, ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ – ცვლილება კანონში

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელსაც ჯარში წასვლა უწევს და ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფება, ვალდებულია ქვეყანაში დაბრუნდეს და გამწვევ კომისიას მიმართოს. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. ცვლილებები დღეს, 6 აპრილს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. კომიტეტზე სამინისტროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე წარმოადგენდა. ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის კოდექსში და საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან …

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 2024 წლის 4 მარტს დაიწყება და 2024 წლის 29 ივნისამდე გაგრძელდება. დადგენილების მიხედვით: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – 735-ით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 572-ით; სახელმწიფო …

გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე. მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი …

„ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობა – 45 ათასი პირი დარეგისტრირდა“- naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის წინა ოთხი წლის მონაცემები ასე გამოიყურება: 2020 წელი – 39 300 ათასი აბიტურიენტი 2021 წელი – 38 300  ათასი აბიტურიენტი 2019 წელი – 41 ათასამდე აბიტურიენტი 2018 წელი – 40 ათასზე მეტი …

მთის სკოლებში მოსწავლეებს სამხედრო გაკვეთილებს ჩაუტარებენ – სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, 2022-2023 წლიდან 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე სამხედრო მომზადების პროგრამაში ჩაერთვება. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონის სკოლების ბაზაზე. სამინისტროს თქმით, ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. „პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ. პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა, როგორც 12 ყოფილი …

26 მაისის აღსანიშნავად ბათუმში სამხედრო ტექნიკა გამოფინეს – ფოტო

დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. ბათუმში ტრადიციული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

3 აგვისტოს საშემოდგომო გაწვევა იწყება

მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა 2020 წლის 3 აგვისტოს დაიწყება და ამავე წლის 26 დეკემბრამდე გაგრძელდება. საშემოდგომო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა ჯამში 4 587-ით განისაზღვრა. მათ შორის: [checklist] საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური …

ეს არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგი – პოსტი ზურაბიშვილის FB-გვერდზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ …

მეხანძრე-მაშველებსა და პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლის 1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებისთვის, პოლიციელებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ მიზნით ბიუჯეტში 50 მილიონამდე ლარი იქნება გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები, საშუალოდ, 125 ლარით გაეზრდებათ. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებსაც ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად. …

ამერიკელი მაიორი საქართველოში საოჯახო დახმარების სამხედრო პროგრამის შესახებ

დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აჭარაში მცხოვრებ ომის ვეტერანებს მაიორი ლესლი ჩენდლერი შეხვდა. მაიორი ჩენდლერი აშშ-ის ჯორჯიის შტატის შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. იგი არის ქვეითი ბრიგადის საბრძოლო დანაყოფის კაპელანი და საოჯახო დახმარების სამხედრო და საოჯახო დახმარების განყოფილების – j1, სახელმწიფო საოჯახო პროგრამის დირექტორი. დღევანდელ შეხვედრაზე მაიორმა ლესლი ჩენდლერმა ჯარისკაცთა ოჯახების დახმარების პროგრამის ქართული ვერსიის შექმნაზე ისაუბრა. …

ISAF-ის მისიაში დაჭრილ კაპრალს დღეს დაკრძალავენ

 

ISAF-ის მისიაში დაჭრილ კაპრალ რამაზ დავითაიას, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიმდინარე წლის 8 ივნისს გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილი კაპრალის ოჯახს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიუსამძიმრა. რამაზ დავითაია 2012 წლის 20 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ მკურნალობდა სხვადასხვა ჰოსპიტალში. 

Exit mobile version