ხიხანის ციხე [ფოტო]

ხიხანის ციხე შუა საუკუნეების [X-XI] ძეგლია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ ბაკოსთან მდებარეობს. ციხესიმაგრე მთის თხემზეა და იქ ასასვლელად ერთადერთი საცალფეხო ბილიკია. მთის ძირიდან ციხემდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრია. ციხეზე მისასვლელ ბილიკზე, შედარებით სახიფათო ადგილებში, დღეს რკინის კიბეებია მოწყობილი. ხიხანის ციხე დღეს: ხიხანის ციხესთან მისასვლელი ბილიკის მოწყობის სამუშაოების ორწლიან შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ტენდერი 865 …

ხულოში ბაკო-ხიხანის გზაზე ბეტონს დააგებენ – რატომ გადაანაწილეს სამუშაო 180 დღეზე და 2 წელზე

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოში, ბაკო-ხიხანის გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. 3 377 230 ლარით გამოცხადებულ ტენდერში, დეპარტამენტს შპს „ჯავახავტოგზა“ შესაბამის მომსახურებას 3 297 000 ლარად სთავაზობს. ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 180 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა ის 6 ეტაპად განხორციელდება. აქედან ოთხი …

ხულოში, ხიხანის ციხესთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ხულოში, სოფელ ზემო თხილვანას მახლობლად, ხიხანის ციხის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი. საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 2 ჰექტარია. ადგილობრივმა საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი „განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [დავალება] უკვე დაამტკიცა. ამ დავალების საფუძველზე კი, როგორც „ბათუმელებს“ ხულოს მერიაში უთხრეს, „განაშენიანების დეტალურ გეგმას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის ჯგუფი მოამზადებს“. მიზანი, როგორც დოკუმენტშია …

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 865 ათასი ლარი დაიხარჯება

ხულოში, ხიხაძირის ხეობაში მდებარე ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი მოეწყობა. სამუშაოებისთვის 865 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 27 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. „კეთილმოწყობილი ასასვლელი ბილიკი, რომელიც ასვლას არ ამარტივებს, მაგრამ ქმნის უსაფრთხო გარემოს, ციხე-სიმაგრეს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის უკვე არამხოლოდ მოლაშქრეებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის,“ – …

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. იგეგმება მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება. ამჯერად ხიხანის ციხეზე გეოლოგები და ტოპოგრაფები კვლევით სამუშაოებს ატარებენ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1-ელ აგვისტომდე მომზადდება, რის …

ბილიკი ცაში – გზა, რომელიც ხიხანის ციხემდე მიდის

მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად სხალთა-ხიხანის მარშრუტი იდეალური დანიშნულებაა მოგზაურებისთვის, ვისაც ფეხით სიარული და სახიფათო, ექსტრემალური გზების დაძლევა მოსწონს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ. ბათუმიდან XII-XIII საუკუნის ციხემდე 90 კილომეტრი სამანქანო გზის დაძლევა ნამდვილად ღირს. სანაცვლოდ გზად სამოთხეს გადიხართ: ამწვანებულ მთებზე შეფენილ ხისსახლებიან სოფლებს, გვირილების ვრცელ მდელოებს, მწყემსებსა და ვიწრო ბილიკებს, …

ხიხანის ციხის კოშკების რეაბილიტაციაზე ტენდერი არ შედგა

ხიხანის ციხის კოშკი N2-სა და კოშკი N3-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კოშკების რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. „სააგენტოში ამჟამად ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ნიუანსს, რაც სატენდერო პირობებს უკავშირდება, შევისწავლით დეტალურად და ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ,“ – გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირზა …

როგორი იქნება რეაბილიტირებული ხიხანის ციხე [ფოტო]

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. თითქმის აღდგენილია ციხის ერთ-ერთი, N3 კოშკი, ხოლო ამავე და კიდევ N2 კოშკის რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი 2018 წლის 3 მაისს დასრულდება. არსებობს ციხის სარეაბილიტაციო გეგმა და ამასთან, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც „ადაპტირების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაიკარგოს ისტორიული ნაგებობის ავთენტურობა… სხვა შემთხვევაში მივიღებთ ახალციხის რაბათის ახლადადაპტირებული კომპლექსის …

ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა. ზურაბ პატარაძემ   ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე მეღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის დაცვის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ხულოს მუნიციპალიტეტიდან ანზორ ბოლქვაძე. …

მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე

 

აქ მოთხრობილი ამბავი არ არის ისტორიულ წყაროებთან შეჯერებული, მეტიც – წყაროებში შეიძლება სულ სხვა რამეც კი ეწეროს. ეს ერთი კაცის მონათხრობია, რომელიც 25 წლის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჩემი ბაბუა იყო – კაცი, რომელიც არც ერთი წუთით არ ჩერდებოდა, მაგრამ შესვენების დროს ამბებს გვიყვებოდა. ის, ზოგადად, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ძველი ამბების თხრობა უყვარდა. ეს ძველისძველი ამბები თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. ახლა ვხვდები, ეტყობა ბაბუას ის ეპოქა იზიდავდა.

Exit mobile version