ბათუმში ქარით დაზიანებულ 16 სახურავს აღადგენენ – დაიხარჯება 562 ათასი ლარი

ბათუმში 28 მარტს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ სახურავებს 16 მისამართზე აღადგენენ, რაშიც ბიუჯეტიდან 562 ათას 84 ლარი დაიხარჯება. ძლიერმა ქარმა ქალაქში, ჯამში, 221 მრავალბინიანი და კერძო სახლის სახურავი დააზიანა. დოკუმენტების მიხედვით, სხვა მისამართებზე დაწყებულია მდგომარეობის შესწავლა და დაზარალებულები, არსებული წესის შესაბამისად, ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. აღნიშნულ 16 მისამართზე სამუშაოებს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო …

ბათუმში საღამოს 6-დან 8-საათამდე ძლიერი ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 ივლისს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შკვალური [ხანმოკლე ქარიშხალი] სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. „შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგაშო არ არის, მაგრამ ბათუმისთვის ეს ძლიერი ქარია. რაც შეეხება ზღვას, შესაძლოა შტორმი არ გაძლიერდეს, მაგრამ უმჯობესია მოქალაქეები მოერიდონ სანაპიროს და გამოიჩინონ სიფრთხილე“, – გვითხრეს ობსერვატორიაში. ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს …

მძიმეა ქარის შედეგად აგლეჯილი სახურავის ქვეშ მოყოლილი მერიის თანამშრომლის მდგომარეობა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა. მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად მეორე დაშავებულს, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიის დაშავებული თანამშრომლის ბიძაშვილია, აქვს მრავლობითი მოტეხილობა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ …

შსს: ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ 11 შეტყობინება შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მრავალბინიანი სახლის სახურავის ჩამოვარდნისა და მოქალაქეების დაზიანების გამო გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ შევიდა 11 შეტყობინება. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები. ძლიერი ქარის გამო, …

Exit mobile version