ჩაქვში წყლის ახალი რეზერვუარი გაიხსნა

დღეს, 21 ივლისს, ჩაქვში ზღვის დონიდან 52 მეტრზე, 2500 კბ.მ წყლის სამარაგო რეზერვუარი გაიხსნა, რომელიც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზების ფარგლებში გაკეთდა. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა, რის შედეგად ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1100 აბონენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. მერიის ინფორმაციით, ერთ თვეში დასრულდება …

როდის მოიცლის ქობულეთის გამგეობა ჩაქვისთვის

„ქობულეთის გამგებელს, მგონი, საერთოდ დაავიწყდა, რომ ჩაქვიც ქობულეთს ეკუთვნის და მიხედვა უნდა,“ – აცხადებს ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი თქმით, საგზაო დატურისტული ინფრასტრუქტურა დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელია, ასევე დაუსუფთავებელია პლაჟი. „ქობულეთის სანდასუფთავების ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი გახდა, მაგრამ ჩაქვის პლაჟისთვის ამ სამსახურმაც კი ვერ მოიცალა. როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, ჩაქვის რესურსის გამოუყენებლობა …

ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. ამ ნაკვეთებთან არის მოწყობილი დროებითი ნავმისადგომიც, საიდანაც ციხისძირში, ბუკნარსა თუ ჩაქვში ამოთხრილი მრავალწლოვანი ხეები ურეკში გემით გადააქვთ. ნავმისადგომის მოსაწყობად კი ნაპირდამცავი რკინაბეტონის ნაგებობის ერთი მონაკვეთიც დაანგრიეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და შიგ გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია. „სახელმწიფო …

პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“. კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. პასუხში …

სტუდენტები სტადიონის დასაცავად, ენთუზიასტი მწვრთნელი და მთავრობა

სტუდენტები ჩაქვის ამორტიზებული სტადიონის რეაბილიტაციას ითხოვენ. სტადიონი დაბა ჩაქვის ცენტრალური მაგისტრალის მოპირდაპირედ, ზუსტად იმ მონაკვეთზეა, სადაც უმაღლესი საბჭოს შენობა მდებარეობს. გზის მარცხნივ სტადიონია, მარჯვნივ კი უმაღლესი საბჭოს შესასვლელი. მიუხედავად ამისა, სტუდენტებმა დახმარების თხოვნით არც უმაღლეს საბჭოს, არც დაბა ჩაქვისა და არც ქობულეთის გამგებელს არ მიმართეს: „მათ ამ პრობლემის შესახებ წლებია იციან და მის მოსაგვარებლად არაფერი …

ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

 

დაბა ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ზღვის პირას, ორსართულიანი სახლი დგას. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯრები და არც მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. გარედან თანამედროვე სამშენებლო მასალებითაა მოპირკეთებული, თუმცა სიძველის კვალი მაინც ეტყობა. ამ სახლში, ნინოშვილის #12-ში, ჩინელი მეწარმე, ლაო ჯონ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა. აქ მუზეუმის გახსნის იდეა წლების წინ განიხილებოდა, თუმცა სახლი უკაცრიელი და გაძარცვულია: მხოლოდ საქონლის კვალსა და კედელზე ბავშვების მიერ გაკეთებულ წარწერებს თუ ნახავთ.

Exit mobile version