როგორ მუშაობს ოპოზიცია შუახევში არჩევნების წინ

როგორ ემზადებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებამდე დაახლოებით 14 კვირით ადრე აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში? – „ბათუმელები“ ამჯერად შუახევის მუნიციპალიტეტში ესაუბრა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში. ოპოზიციონერებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები შუახევში, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას. ზვიად დიასამიძე შუახევის საკრებულოში პარტია „ლელოს“ …

რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში

ხელვაჩაურის მერისთვის, ჯუმბერ ვარდმანიძისთვის 2015 წელს, მაშინ, როცა ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 121 კვ.მეტრი კომერციული ფართობი უჩუქებიათ – ეს ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, ქონების ღირებულება კი არ მიუთითა. თავად ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ეს ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, დის ქმარს: „ქონების უზრუნველყოფა დასჭირდა და ფართობი …

შუახევის საკრებულომ იურისტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მეორე რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსის პოზიციაზეა გამოცხადებული. ვაკანტურ პოზიციაზე სახელფასო სარგო 810 ლარია, საკონკურსო მოთხოვნებით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ კონკურსანტებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული იურიდიული მიმართულებით და აქვთ მუშაობის ორწლიანი გამოცდელება. შუახევის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები საჯარო სამსახურის …

ბიულეტენზე ზოგმა სამკუთხედი უნდა დასვას, ზოგმა ოთხკუთხედი – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები შუახევში

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოს ორი დღე დასჭირდა, რომ თავმჯდომარე აერჩია. მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გუშინ, 21 ნოემბერს დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა მხოლოდ დღეს დაუჭირეს მხარი. ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატი სოსლან ზოიძეს „ნაციონაოლური მოძრაობის“, რომელსაც თანამდებობის პირების ასარჩევად ფარული კენჭისყრის შედეგები ორ წევრთან ერთად უნდა დაეთვალა, აცხადებდა, რომ პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები …

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს

მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გუშინ დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა დღეს დაუჭირეს მხარი. დღეს, 21 ნოემბერს, საკრებულოს სხდომას შუახევში, 24 წევრიდან ორი არ ესწრება, ხოლო ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გიორგი დავითაძემ კენჭისყრაში მონაწილე საკრებულოს 20 წევრიდან ყველას მხარდაჭერა მიიღო. აქედან 19 „ქართული ოცნების“ წევრია, ერთი – „ევროპული საქართველოს“. მმართველი გუნდის …

შუახევის საკრებულოს წევრი ზეწოლაზე: თავმჯდომარის არჩევაში სუსი ჩაერთო

შუახევის საკრებულოს პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, სოსლან ზოიძის განცხადებით, გუშინ საღამოდან დღემდე, პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები ინდივიდუალურად ხვდებიან შუახევის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრებს და გიორგი დავითაძის არჩევას აიძულებენ. სოსლან ზოიძე ამბობს, რომ შუახევის საკრებულოში კანდიდატების დასახელება აჭარის მთავრობისგან არის მართული, ადგილზე დეპუტატებს არავინ არაფერი ჰკითხა, რამაც დეპუტატების განაწყენება გამოიწვია. „გუშინ ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ …

შუახევის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია – კანდიდატი „ოცნების“ მაჟორიტარია

დღეს, 20 ნოემბერს, შუახევის ახალარჩეული საკრებულო შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, გიორგი დავითაძე, რომელიც დაბის მაჟორიტარია, საკრებულოს 23 წევრიდან მხოლოდ 12-მა დაუჭირა მხარი. თავმჯდომარის არჩევისთვის 13 ხმა საკმარისი იყო. შუახევის საკრებულოში 24 წევრიდან 19 „ქართული ოცნებიდანაა“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საკრებულოს ერთმა წევრმა „ევროპული საქართველოდან“ მირზა თურმანიძემ. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც …

ახალი მოწვევის საკრებულოები 20 ნოემბერს შეიკრიბებიან

ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ვალერი ბერიძის ინფორმაციით, ორშაბათს, 20 ნოემბერს, აჭარის ექვსივე  მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ. პირველივე სხდომაზე საკრებულოები აირჩევენ თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე განიხილება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება ასევე მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი …

რესპუბლიკური პარტია შუახევის საკრებულოს ორმა წევრმა დატოვა

„უღირსი შვილები ხანდახან დედასაც გამოსდისო, მოტყუვდნენ თანამდებობის გამო,“ – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიიდან“ ორი წევრის წასვლას ამ პარტიის შუახევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინა მახარაძე. პარტიას გამიჯნული იაგო დიასამიძე და იური მიქელაძე შუახევის საკრებულოს წევრები არიან. „პარტიაში შესვლაც და გამოსვლაც არის ნებაყოფლობითი. ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავტოვე. ესაა ჩემი კომენტარი,“ – გვითხრა იაგო დიასამიძემ. „ვიდრე პარტიას დატოვებდა, …

Exit mobile version