რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“ დაამტკიცა. ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია: „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა; საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა; ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება; ამწისა და …

რა უნდა იცოდეთ, რომ სამსახურიდან უკანონოდ ვერ გაგიშვან – ინტერვიუ იურისტთან

„ქართულ რეალობაში ალბათ ყველაზე ხშირად ირღვევა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი,“ – პრაქტიკის შესახებ გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე, რომელიც შენიშნავს, რომ იგივე ზეგანაკვეთური შრომის პირობების დარღვევის, ან სხვა ხარვეზების გამო უფლებადამცველებამდე ადამიანები იშვიათად მიდიან. „ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როცა ესა თუ ის პირი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია,“ – ამბობს თამარ წულუკიძე. რა უნდა …

სამსახურში აღდგენა და 30 ათასი ლარი კომპენსაცია 4 შვილის დედას – სასამართლო გადაწყვეტილება

გაერთიანებულმა პროფკავშირებმა „საქართველოს ბანკს“ სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ.მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად ცნეს „საქართველოს ბანკის“ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. დამსაქმებელს დაევალა, მოსარჩელე მოლარე-ოპერატორი დააბრუნოს სამსახურში და მისცეს კომპენსაცია. „საქართველოს ბანკს“ დაეკისრა ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 17 აპრილიდან) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების …

#არამონობას – მომსახურების სფეროში დასაქმებულები ხელფასსა და სამუშაო გრაფიკზე

ჯგუფი #არამონობას მას შემდეგ შეიქმნა ფეისბუქზე, რაც ორი თვის წინ მარიამ გვალიას ცნობილი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოში მარკეტების პოპულარული ქსელის ერთ-ერთ ფილიალში გაუსაძლის შრომით პირობებსა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრობდა. მარიამის ვიდეოს ორიათასამდე კომენტარი, ოციათასი რეაქცია და თორმეტიათასზე მეტი გაზიარება ჰქონდა. მარიამი თავად იყო ამ მარკეტის თანამშრომელი. ფეისბუქჯგუფში #არამონობას ყოველდღიურად წერენ საკუთარ შრომით გამოცდილებაზე, …

6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს. საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების …

Exit mobile version