ასტანასა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები იწყება – სამინისტრო

ყაზახეთის რესპუბლიკის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი შეასრულებს. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი ბიბერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს შეხვდა, რომელმაც SCAT-ის წარმომადგენელს აჭარაში „ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და …

ნაზარბაევს „ერის მამის“ და საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორისა და „ერის მამის“ („ელბასი“) წოდებები ჩამოართვეს – ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. პარლამენტის ზედა პალატის, სენატის თავმჯდომარის, მაულენ აშიმბაევის განცხადებით, საპატიო სენატორის წოდება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სენატის რეგლამენტიდან ამოიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ძალადაკარგულად გამოცხადდა კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“, რომლითაც ნაზარბაევს პრივილეგიებისა და გარანტიების გარდა, „ელბასის“ წოდება მიანიჭა. სენატის თავმჯდომარე …

ყინვის გამო ბინებში ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები გაჩნდა – ყაზახეთი

ყაზახური მედიის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, ქვეყანაში გათბობის პრობლემების გამო, ახალ შენობაში ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები გაჩნდა – ფაქტობრივად, საცხოვრებელი ბინები ყინულით დაიფარა. ბინებში სტალაქტიტები და სტალაგმიტები რამდენიმე მეტრი სიმაღლისაა. ჟურნალისტებმა ფაქტი დააფიქსირეს კოსტანეის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ კოსტანაიაში. მედიის ინფორმაციით, მესაკუთრეები კუნაის მიკრორაიონში, ახალ ბინებში გადასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იქნება. ჟურნალისტებს …

დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ – როგორ ხვდებიან ყაზახეთში რუსებს

„მოხსენი სტიკერი Z და ისე გაიარე. ჩახვალ რუსეთში და დააკრავ ისევ, ვინ დაგიშლის? დღეს Z-ით ხარ, ხვალ ტანკით შემოხვალ ჩემს მიწაზე, ყაზახეთის მიწაზე,“ – ასე მიმართვას სატვირთო ავტომანქანის მძღოლს ყაზახეთის მოქალაქე და Z-იან სტიკერს ახსნევინებს. როგორც Настоящее Время წერს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. სოციალურ ქსელებში გაჩენილი უამრავი ვიდეო ადასტურებს, რომ რუსულ ავტომანქანებზე დაკრული Z …

ყაზახეთი რუსეთის თავდასხმის შიშით არმიას აძლიერებს – WSJ

ცენტრალური აზიის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის და შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და ჩინეთში მოკავშირეებს ეძებს – წერს The Wall Street Journal. ყაზახეთმა თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 441 მილიარდი ტენგე (918 მილიონი დოლარი) გამოყო. როგორც WSJ-ს ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა უთხრა, ამ თანხის ნაწილი ქვეყნის სამხედრო რეზერვების გაზრდაზე დაიხარჯება. როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, დასავლეთში ზოგი …

ყაზახური ავიაკომპანია რუსეთთან ფრენებს წყვეტს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana წყვეტს ფრენებს რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით. ამის შესახებ კომპანიამ Twitter-ზე დაწერა. კომპანიის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში კომერციულ ფრენებზე დაზღვევის შეწყვეტაა. ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს გამოცხადებული სანქციები კრძალავს რუსეთისთვის სამოქალაქო თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, ასევე, მათ ტექნიკურ მომსახურებას და დაზღვევას. გარდა ამისა, სანქციები ავალდებულებს მეიჯარეებს მარტის …

სასახლეები ევროპასა და ამერიკაში – ნაზარბაევის მემკვიდრეების ქონება

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ საზოგადოებაში დღეს პირველად გამოჩნდა – მან საზოგადოებას ვიდეოთი მიმართა. ნაზარბაევის თქმით, ელიტაში არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. თავად კი „დამსახურებულად ისვენებს“ ყაზახეთის დედაქალაქში. ახალი წლის დღეებში ყაზახეთს საპროტესტო ტალღამ გადაუარა – დაიღუპა 160 ადამიანი, დაკავებულია 5 135-ზე მეტი ადამიანი. ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთს პრეზიდენტის რანგში 28 წლის …

საქართველოს რკინიგზას ყაზახეთის რკინიგზის დელეგაცია ეწვია

25-26 თებერვალს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც  მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა. სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის  საკითხები განიხილეს  და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების …

ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში გრძელდება

16-18 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ზურაბ პატარაძემ არაერთი შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან, ქალაქ ასტანას აკიმთან (მერი) ასეკ ისეკეშევთან და ყაზახური კომპანიის …

Exit mobile version