ქურთები აჭარაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მომთაბარე ცხოვრების წესის მიმდევარი ქურთები ზაფხულობით არდაჰანისა და ყარსის მხრიდან საძოვრებზე ერეკებოდნენ პირუტყვს აჭარის მიმართულებით. ისმაილ შამოღლი ახალსოფელში მცხოვრები ქურთია. ის სტალინური რეპრესიების პერიოდში გადასახლებაში, ყირგიზეთში დაიბადა 1953 წელს. მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. ისმაილ იხსენებს მამის მოყოლილ ამბებს და პირადი გამოცდილებების შესახებაც გვიყვება: „ქურთები ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ზაფხულობით …
Tag Archives: ქურთები
ცოტა რამ ქურთულ სიმღერებზე | playlist
პირველად ქურთი ხალხის ბრძოლაზე 2019 წელს გავიგე, ცოტა ხნით ადრე სანამ ჩრდილოეთ სირიაში, ქურთებით დასახლებულ ქალაქებში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა. მაშინ ამ ამბებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია და მას შემდეგ ვცდილობ უფრო მეტის გაგებას ქურთებზე, მათ კულტურასა და ისტორიაზე. თუმცა იმის გამო, რომ მათი ენა არ მესმის, ჩემთვის ამ გზაზე ყველაზე უნივერსალურ წყაროდ თავდაპირველად მუსიკა იქცა. …
„სოლიდარობა როჟავას“ – 2 ნოემბერს ქურთების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან
2 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით მომიტინგეები ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, როჟავას მხარდასაჭერად შეიკრიბებიან. აქციებს ქურთული სოლიდარობის ქსელები ფეისბუქგვერდების საშუალებით გეგმავენ. მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, თურქულმა მხარემ სირიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის გაზაფხული“. ოფიციალური თურქეთი ამბობდა, რომ ამ ოპერაციის მიზანი, თურქეთ-სირიის საზღვარზე 32 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნება იყო. მსოფლიოს გარშემო …
Continue reading “„სოლიდარობა როჟავას“ – 2 ნოემბერს ქურთების მხარდასაჭერად შეიკრიბებიან”
ნოამ ჩომსკი, ბრაიან ენო, დევიდ გრებერი და სხვები თურქეთს ბოიკოტს უცხადებენ
ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, მუსიკოსი ბრაიან ენო და ანთროპოლოგი დევიდ გერბერი შეუერთდნენ ასობით აკადემიკოსსა და არტისტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც კულტურულ და ინტელექტუალურ ბოიკოტს უცხადებენ თურქეთს, მის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებს თურქეთში და თურქეთს გარეთ. მიზეზი თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციაა ჩრდილოეთ სირიაში, იგივე როჟავაში, სადაც ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს. აკადემიკოსები და არტისტები გაერთიანდნენ მოთხოვნით, შეწყდეს …
Continue reading “ნოამ ჩომსკი, ბრაიან ენო, დევიდ გრებერი და სხვები თურქეთს ბოიკოტს უცხადებენ”
ქურთები და ასადის მთავრობა შეთანხმდნენ – ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ძალები შევიდნენ
სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ სირიის მთავრობამ გაგზავნოს არმია ჩრდილოეთ სირიაში და დაეხმაროს ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის სამთავრობო ძალები უკვე ქვეყნის ჩრდილოეთშია განლაგებული. ქურთებსა და სირიის მთავრობას შორის გარიგება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს ჯარისკაცები, რომლებიც სირიაში რჩებოდნენ, გაეყვანა კონფლიქტის …
#RiseUpForRojava – ქურთების მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით
10-19 ოქტომბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჰეშთეგით #RiseUpForRojava მომიტინგეები როჟავას (ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სირიის ტერიტორიაზე) მხარდასაჭერად იკრიბებიან. ფეისბუქზე გახსნილია გვერდი , რომლის საშუალებითაც ორგანიზდება მხარდამჭერი აქციები. გამომსვლელები მოითხოვენ შეწყდეს თურქული მხარის შეჭრა და საბრძოლო მოქმედებები სირიის ჩრდილოეთით არსებულ ქურთულ დასახლებაში და იქცეს როჟავა ისევ მწვანე ზოლად. პარიზში მიმდინარე აქცია ანკონა/იტალია აქციები გაიმართა და კიდევ გაიმართება ასევე საბერძნეთში, ინგლისში, …
Continue reading “#RiseUpForRojava – ქურთების მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს მასშტაბით”
ვინ არიან ქურთები?
წყარო: BBC თარგმანი: მარიამ მუთიძე 25-35 მილიონი ქურთი ცხოვრობს თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანისა და სომხეთის საზღვარზე მდებარე მაღალმთიან რეგიონში. ქურთების ეთნოსი სიდიდით მეოთხეა შუა აღმოსავლეთში, თუმცა მათ არასდროს მიუღიათ მუდმივი საცხოვრებელი ტერიტორიები. საიდან არიან ქურთები? ქურთები წარმოშობით მესოპოტამიის დაბლობიდან და ახლომდებარე მთებიდან არიან. ეს ტერიტორია დღეისთვის უჭირავს სამხრეთ-დასავლეთ თურქეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიას, ჩრდილოეთ ერაყს, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა …
ბათუმელი იეზიდების თვითგადარჩენის ისტორია
ქურთი, იეზიდი გათენებისას იღვიძებს, რომ მზის ამოსვლას შეხვდეს, მისი დანახვისას კი ღმერთს მადლობას უხდის, კიდევ ერთი დღისთვის – ეს იეზიდური რელიგიური რიტუალია. რწმენა და ქურთული ენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიალექტი – კურმანჯი, ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც ბათუმელ ქურთებს, იეზიდებს, იდენტობის შენარჩუნებაში დაეხმარა. მათი წინაპრების საქართველოში დასახლებას სწორედ იდენტობის გადარჩენის შესაძლებლობით ხსნიან ბათუმში მცხოვრები იეზიდები. „პირველად …
Continue reading “ბათუმელი იეზიდების თვითგადარჩენის ისტორია”