„საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. მან ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა“ – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო …
Tag Archives: ქრთამის აღება
დააკავეს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააკავეს. „ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა. სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო …
Continue reading “დააკავეს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი”
ბათუმში მერიის „სანდასუფთავების“ თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსს ბრალი წარუდგინეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „სანდასუფთავების“ კომერციული შემოსავლების და ეკონომიკური მართვის სამსახურის უფროსმა, კომპანიის ბალანსზე არსებული სატვირთო ავტომანქანების სისტემატურად, არაოფიციალურად გამოყენების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. …
Continue reading “ბათუმში მერიის „სანდასუფთავების“ თანამშრომელი დააკავეს”
ბათუმში ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
ბათუმში, ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს უწყება. გამოძიება სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმში ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს”
„აიღო 2400 ლარი“ – სუსი ბათუმის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის, გიგა ხ.-ს დაკავებაზე, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან. სუს-ის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა ქრთამის სახით 2400 ლარი აიღო და ეს უკავშირდებოდა ბათუმში, „კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას“. სუს-ის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის …
Continue reading “„აიღო 2400 ლარი“ – სუსი ბათუმის მერიის თანამშრომლის დაკავებაზე”
სუს-მა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღებაზე დააკავა
გუშინ, 16 იანვარს, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მონიტორინგის ჯგუფის წევრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია გიგა ხ. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავებიან. სუს-ში ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის დაკავებას ადასტურებენ, მაგრამ აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ. ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არ იციან გიგა ხ-ს დაკავების შესახებ და …
Continue reading “სუს-მა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი ქრთამის აღებაზე დააკავა”
1 000 ლარის ქრთამის აღებისთვის პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით …
Continue reading “1 000 ლარის ქრთამის აღებისთვის პირს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საგამოძიებო”
ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 5 ათასი ლარი ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს”
შსს-ს თქმით, წელს ქრთამის აღების ფაქტები შემცირდა, სამსახურებრივი სიყალბე კი – გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 111.76 პროცენტით გაიზარდა საქართველოში სამსახურებრივი სიყალბის მაჩვენებელი. წელს, ოქტომბრის ჩათვლით, 36 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის კუთხით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 17 საქმე იყო ასეთი. მთლიანობაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი [სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლიდან 342-ე მუხლის ჩათვლით] გაზრდილია 8.3 პროცენტით. მაგალითად, გაზრდილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების რაოდენობაც: …
ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ მოქალაქეს 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსმა მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც …
Continue reading “ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს – სუსი”
ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი სისტემატურად უწევდა მფარველობას ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით საჯარო მოხელე დააკავეს”
ქრთამს ეკომიგრანტებისგან იღებდა – სუს-მა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჯარო მოხელე დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ქრთამს იღებდა ეკომიგრანტებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მათ მთავრობის მიერ დადგენილი 25 ათასი ლარი მიეღოთ სახლის შესაძენად. „გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000-ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, …
Continue reading “ქრთამს ეკომიგრანტებისგან იღებდა – სუს-მა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა”
ხულოს სატყეოს თანამშრომელმა 1280 ლარი ქრთამი აიღო – სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ანტიკორუფციულმა სამსახურმა „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და კიდევ ერთი პირი დააკავა. „გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება,“ – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება დაიწყო სისხლის …
Continue reading “ხულოს სატყეოს თანამშრომელმა 1280 ლარი ქრთამი აიღო – სუს”
ქრთამის აღებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის …
ქედის მერის თანამშრომელს ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავებიან
ქედის მერიის თანამშრომელს ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ თურმანიძემ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ გამოართვა ქრთამი ორ ნაწილად. ქედის მერიის თანამშრომელი გუშინ, 5 დეკემბერს, დააკავეს ბათუმში. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს …
Continue reading “ქედის მერის თანამშრომელს ქრთამის სახით 2 ათასი ლარის აღებას ედავებიან”
უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთში დაკავებულ სამ საჯარო მოხელეს. გირაოთი მხოლოდ ავთანდილ ნემსიწვერიძე გაათავისუფლეს, რის მიზეზადაც მოსამართლემ ბრალდებულის ასაკი [68 წელი] და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ნოემბერს გაიმართა. “300 ხელმოწერა გვაქვს სოფლიდან. ისინი ადასტურებენ, რომ მათი სოფლის გამგებელი კეთილსინდისიერია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ადვოკატმა ილია წულუკიძემ. იგი …
Continue reading “უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე”
ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია სირაბიძემ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და …
Continue reading “ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს”
ქრთამის გადაცემის მომენტში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურიაში ერთი პირი დააკავა
ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე გურიაში მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა …
ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია
სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფუტკარაძე. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა. გიორგი ფუტკარაძე 19 სექტემბერს დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ სამართალდამცველებს არ უთქვამთ, რის გამო და რა ვითარებაში აიღო ქრთამი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა გამოძიების ოფიციალური ვერსიის შესახებ. პროკურატურის …
Continue reading “ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია “
მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …
Continue reading “მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა”
გვენეტაძის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს პატიმრობის ვადა რვა წლით გაეზარდა
გადაწყვეტილება, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე აწერს ხელს, სასჯელის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ითვალისწინებს. რევაზ კარალიძეს, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციისგან შეფარდებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 11.5 წლამდე გაეზარდა. რევაზ კარალიძესთან ერთად ამავე საქმეში კიდევ ერთი მსჯავრდებულია, მისი ნათესავი – ავთანდილ ცეცხლაძე. მას სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 3 წლიდან 11 …
სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში
სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებაში ბრალი სოლომონ კონცელიძეს ედება. ის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსია. სამოხელეო დანაშაულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. “არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დაცვის მხარე მოითხოვს პირობით მსჯავრს, ეს არ გამოვა,” – უპასუხა პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს, როცა ის მოლაპარაკების შედეგით დაინტერესდა. ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა …
Continue reading “სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის აღების საქმე ბათუმის სასამართლოში”
ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს
მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა გადაუღო. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი …
Continue reading “ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს”