ქვიშის უკანონო მომპოვებელს ტრაქტორი ჩამოართვეს – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

პარლამენტის წინააღდეგ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია „ბექანისმა“ მოიგო. ეს კომპანია აპროტესტებდა იმას, რომ ქვიშის უკანონოდ მოპოვებისთვის დაჯარიმებასთან ერთად ტრაქტორიც ჩამოართვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანიამ ის სამართლებრივი ნორმა გააპროტესტა, რომელიც საქმის განმხილველ მოსამართლეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევდა – წიაღისეულის უკანონოდ მომპოვებელს, დღემდე მოქმედი კანონდებლობით, სამართალდარღვევის იარაღი უპირობოდ უნდა ჩამორთმეოდა. კომპანია „ბექანისის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა …

რას სთავაზობს ხელისუფლება 82 წლის ქალს, რომელიც გამოასახლეს

82 წლის ქალს ხელისუფლება თავშესაფარში მოთავსებას სთავაზობს. ალექსანდრა ტერუნი დღეს აღსრულების პოლიციამ გამოასახლა. ალექსანდრა ტერუნი 2 დღის წინ ამწეს დახმარებით შევიდა საიათნოვას 4-ში მდებარე სახლში, რომელიც მას მანამდე ჩამოართვეს. ალექსანდრა მარტოხელაა. ალექსანდრა პოლიციელებმა ქუჩაში გამოიყვანეს. ის ამ დრომდე სახლის შესასვლელ ჭიშკართან ზის და ამბობს, რომ წასვლას არ აპირებს. “გამიღეთ ჭიშკარი, ნუ მაწამებთ, ნუ მკლავთ,” – …

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, რომელიც 17 თებერვალს გამოქვეყნდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აჭარაში შემდეგი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა: სულიკო ბერიძის, ვარდო ბერიძის, რამაზ ბერიძის და სულიკო ბერიძის თანასაკუთრებაში არსებული 902 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (ს/კ  №22.31.02.394) ნაწილი – 159 კვ.მ ოდენობით, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპნისთავი. დიანა მახაჭაძის, ვახტანგ მახაჭაძის, ნაზი …

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. მათ ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებელი კომპანიისგან საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზება“ გააპროტესტეს. „მიწის ნაკვეთზე, კვადრატულ მეტრზე 20 ლარი, ხოლო სახლზე კვადრატულ მეტრზე 200 ლარი შემოგვთავაზეს. ასე ავუნაზღაურეთ სხვებსაცო ამბობენ, მაგრამ საინტერსოა ქედაში და ბათუმში შეიძლება ფასი ერთნაირი იყოს? კვადრატულ სოცხოვრებელს 200 ლარად ვიყიდით? – …

Exit mobile version