ქობულეთის სოფლები, სადაც გაზსადენი გაიყვანეს და გაზს არ რთავენ – „საარჩევნოდ იქნება, ალბათ“ 

„არჩევნებს უცდიან ალბათ, რომ გაზი ჩაგვირთონ,“ – ამ ვერსიას ქობულეთში ბევრისგან მოისმენთ იმ სოფლებში, სადაც გაზის მილები წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2020 წელს გაიყვანეს და ამ დრომდე მოსახლეობას გაზს არ აწვდიან. ქობულეთის 10 სოფელში გაზის მილების გაყვანის სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდა, სამუშაოები დამკვეთმა ჩაიბარა და ექსპერტიზაც ჩატარდა, თუმცა სისტემაში გაზი არ გაუშვიათ. „გატესტა სოკარის …

სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, სად დგას ევკალიპტის ხე, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

სახელმწიფო მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხეს აუქციონზე ყიდის. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია, საწყისი ფასი კი  7 000 ლარია. იქვე მითითებულია, რომ ხეს „აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები“. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა კონკრეტულად სად დგას აუქციონზე გატანილი ხე, თუმცა გამყიდველისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „მწვანე კონცხზე, …

მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე დავით ცინცაძემ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოუგო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. მისი ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობაში თვითნებურადაა შესახლებული და 4 წელია უშუქოდაა დარჩენილი. სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში დავით ცინცაძე 2006 წლიდან ცხოვრობს. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი მოუვიდათ. მეზობელმა კი ელექტროენერგიით სარგებლობაზე უარი უთხრა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დავით ცინცაძე, შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, …

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ

დავით ცინცაძის ოჯახი მეოთხე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახისთვის შუქის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოჯახი ისევ სიბნელეშია. მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დავით ცინცაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2006 წელს თვითნებურად შესახლდა. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი ჰქონდათ. 2013 წლიდან დავით ცინცაძის ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სამეზობლო …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

გონიოს მიწები – ბათუმის საკრებულო საკითხის განხილვას აჭიანურებს

რატომ არ პასუხობს ბათუმის საკრებულოს  ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და რა პოზიცია აქვს უწყებას გონიოს სადავო მიწების შესახებ –  გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ორშაბათს დასმულ ამ შეკითხვას სააგენტომ დღეს უპასუხა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო არ იღებს და ის საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმეა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ წელს ბათუმის …

Exit mobile version