ბათუმში 2 ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმში, 13 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის და კლარა ცეტკინის ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა უკავშირება „ქვაფენილიანი საფარის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს“. ბათუმში ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველოს 2025 წელს ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული 6 432 351 ლარით. ხელშეკრულება კი, ტენდერში გამარჯვებულ „ბონდი-2009“-სთან 2026 წლის 28 იანვარს გააფორმა 5 649 994 ლარზე. …

ბათუმში, თავდადებულზე იზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლების გამო

ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლების გამო, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მონაკვეთში შეიზღუდება ტრანსპორტით მოძრაობა 8 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით. „საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მარტიდან 15 მარტამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. შეზღუდვა დაკავშირებულია ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტთან,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ დღეს, 7 მარტს …

ბათუმის მერია ქუჩებში აყრილ ქვაფენილს ახლა 2 ნაწილად ყიდის – აუქციონი 800 000 ლარით არ შედგა

ბათუმის მერიამ ქალაქის ქუჩებში აყრილი ქვაფენილების გასაყიდად ამჯერად ორი აუქციონი გამოაცხადა. თითოეულ აუქციონზე 10 000 კვადრატული მეტრი ქვაფენილის საწყისი გასაყიდი ფასი 400 000 ლარია. მერია ქვაფენილს ერთიანად ყიდდა, თუმცა, 20 ათასი კვადრატული მეტრი მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილზე გამოცხადებული აუქციონი, სადაც საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარი იყო, არ შედგა. ამ აუქციონში, რომელიც 11 სექტემბერს დასრულდა, …

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება. გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული. აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, …

ქვაფენილი დატაცებულია, მივმართავ აუდიტს – საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ ქალაქის სამი ქუჩიდან და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი. მისი თქმით, ვერც საკრებულოში და ვერც მერიის შესაბამის სამსახურებში ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი ამ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე. მან დღეს, 5 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა იმის …

რატომ არის ბათუმის ქუჩებში ქვაფენილი მუდმივად დაზიანებული

ბათუმის ცენტრალური, ქვაფენილიანი ქუჩები ბევრ ადგილზე დაზიანებულია. მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდია, ფარნავაზ მეფის და კიდევ ბევრ სხვა ქუჩაზე, ქვაფენილი თვეობით ამოყრილია. ამოყრილი ქვების ადგილი წვიმის დროს წყლით ივსება, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისას, ასევე ქვეითებისთვის. ბათუმის მერიის წარმომადგენლები პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე ქუჩებში და ამოყრილ ქვაფენილს ასწორებენ, თუმცა როგორც თავად გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ ზედაპირულ …

გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს ბათუმის მერია ალაგ-ალაგ „კაპიტალურად“ შეაკეთებს

ბათუმის მერია 317 682 ლარის დახარჯვას გეგმავს ბათუმში ორი ქუჩის გარკვეული მონაკვეთების „კაპიტალური რეაბილიტაციისთვის“. ესაა, ძირითადად, ქვაფენილებიანი ქუჩები: ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის. მიუხედავად იმისა, რომ მერია ყოველწლიურად 250 ათას ლარამდე ხარჯავს ქუჩების მოვლა-შენახვაში, ბევრი ქუჩა, მათ შორის ეს ქუჩებიც, ზოგ ადგილზე იმდენად ამორტიზებულია, რომ გავლა უსაფრთხო არც ავტომანქანებისთვისაა და არც ქვეითებისთვის. მერიამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …

Exit mobile version