ქემალფაშაში გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 9 თებერვალს, თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ერთ-ერთი გვირაბის თავზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, გზატკეცილის ერთ მხარეს ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. შემთხვევა ნაშუადღევს მოხდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროს გვირაბში არც ერთი ავტომობილი არ მოძრაობდა. ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა დროებით …

რა შეიცვალა ქალებისთვის, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ვეღარ გადადიან

„არაფერი არ შეცვლილა საპროტესტო აქციების შემდეგ და მას მერე, რაც თორნიკე რიჟვაძეს შეხვდით. არც კომპენსაცია მიგვიღია. უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი, რომ ისევ შევძლოთ იქ გადასვლა და მუშაობა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჟუჟუნა ქოქოლაძე. ის ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც პანდემიამდე თურქეთში, ქემალფაშაში მუშაობდა. ქალები, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ სამუშაოდ, რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. „მე ყოველდღე …

ქალები საქართველოდან სამუშაოდ თურქეთში

ათეულობით ქალი ყოველ დილით სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს და სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. საღამოს იგივე გზის გავლა უკან – საქართველოსკენ უწევთ. ეს ქალები ცდილობენ საზღვართან ახლოს იცხოვრონ. ზოგს ბინა აქვს ნაქირავები, ზოგიც საკუთარ სახლში ცხოვრობს. მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქის მაღაზიებში დასაქმებული ქართველების პოვნა ნამდვილად არ არის რთული საქმე, მაგრამ ინტერვიუზე თითქმის ყველა უარს ამბობს. მიზეზი – …

სად მზადდება ქართული აბრები ქემალფაშას მაღაზიებისთვის

ავტორი: მანანა ქველიაშვილი; აიდან იუსუბოვა სარფში საზღვარს ყოველდღიურად საქართველოს ათობით მოქალაქე კვეთს და სავაჭროდ ან სამუშაოდ თურქეთის დაბა ქემალფაშაში მიდის. დაბა, სადაც დაახლოებით 4 500 მოსახლე ცხოვრობს, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრია შავი ზღვის რეგიონში, სადაც საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები ერთად მუშაობენ. დაბაში მდებარე თითქმის ყველა მაღაზიაში შეხვდებით ქართულ წარწერებს, მაღაზიების ნაწილს კი ქართული აბრები აქვს. …

აბრები ქართულად ქემალფაშასა და ხოფაში სავაჭრო ობიექტებზე

ყოველდღიურად  საქართველოს ათეულობით მოქალაქე კვეთს სარფში თურქეთ-საქართველოს საზღვარს და სავაჭროდ ან სამუშაოდ ქემალფაშაში გადადის. ქემალფაშა სარფიდან ზუსტად 5 წუთის სავალ გზაზეა. ეს არის დაბის ტიპის პატარა დასახლება, რომლის ყველა ქუჩაზე სავაჭრო მაღაზიაა გახსნილი. აქ შეგხვდებათ როგორც წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთების, ისე ბრენდული მაღაზიები. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ლირის გარდა სხვა ვალუტით ვაჭრობა ნებადართული არ არის, ქემალფაშა გამონაკლისია. აქ …

Exit mobile version