ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან, ასევე „ოცნების ქალაქში“ ქარმა ხეები წააქცია. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, 26 მაისის ქუჩაზე წაქცეული ხე რამდენიმე ადამიანს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური. მრავალსართულიან კორპუსს ქარმა სამშენებლო მასალები შემოაცალა. მრავალწლოვანი ხე წააქცია ქარმა ასევე „ოცნების ქალაქში“, რომელიც სახლს დაეცა. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, დაზიანდა …
Tag Archives: ქარი ბათუმში
ბათუმში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, 14 სთ-დან 21 სთ-მდე პერიოდში, აჭარაში მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-დე. სინოპტიკოსების ცნობით, 23 მაისის 21 საათიდან 24 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; …
Continue reading “ბათუმში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება”
ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია
ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ძლიერმა ქარმა სახლი დაუნგრია. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მერიამ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა „საკუთარი სურვილით ოჯახი გადავიდა შვილთან.“ რაც შეეხება ზარალს, სააგენტოს განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ოჯახის დახმარების თაობაზე. 28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან …
Continue reading “ჩაქვში გრიგალმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია”
ქარის გამო სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი კაცს დაეცა, ის დაშავდა
ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან სავარაუდოდ ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა ავტომანქანაც, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა. მანქანაში მსხდომების დაზიანების შესახებ „ბათუმელები“ ინფორმაციას არ ფლობს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის …
Continue reading “ქარის გამო სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი კაცს დაეცა, ის დაშავდა”
ზღვის სანაპირო ზოლში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გაფრთხილება
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 აპრილს, საღამოს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით. ამავე თემაზე: როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში
ბათუმში საღამოს 6-დან 8-საათამდე ძლიერი ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების გაფრთხილება
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 ივლისს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შკვალური [ხანმოკლე ქარიშხალი] სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. „შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგაშო არ არის, მაგრამ ბათუმისთვის ეს ძლიერი ქარია. რაც შეეხება ზღვას, შესაძლოა შტორმი არ გაძლიერდეს, მაგრამ უმჯობესია მოქალაქეები მოერიდონ სანაპიროს და გამოიჩინონ სიფრთხილე“, – გვითხრეს ობსერვატორიაში. ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს …
მძიმეა ქარის შედეგად აგლეჯილი სახურავის ქვეშ მოყოლილი მერიის თანამშრომლის მდგომარეობა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ქარის შედეგად მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა. მრავალბინაიანი საცხოვრებელი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად მეორე დაშავებულს, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიის დაშავებული თანამშრომლის ბიძაშვილია, აქვს მრავლობითი მოტეხილობა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ …
ქარმა სახურავი სახლს ძველ ბათუმშიც გადახადა – დაზიანდა 2 ავტომანქანა
ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, ქარმა გორგაძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ორი ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სახლზე მთლიანადაა გადახდილი სახურავი, დაახლოებით 85 კვ/მ. ყველა სამსახური, ექსპერტიზის ჩათვლით ადგილზეა. სახლი მეპატრონის მიერ იყო გადახურული, დაზიანდა სახლის ნაწილიც, თუმცა, ოჯახი სხვაგან გადაყვანას არ საჭიროებს“, – გვითხრა ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერმა ირაკლი დევაძემ. შსს-ს …
Continue reading “ქარმა სახურავი სახლს ძველ ბათუმშიც გადახადა – დაზიანდა 2 ავტომანქანა”
ბათუმში, ადამიანები ჩამოვარდნილი სახურავის ქვეშ მოექცნენ [ფოტო]
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი. ჩამოშლილი სახურავის ქვეშ მოექცნენ ადამიანები. ადგილზე მუშაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.