„ღვინის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უკვე ძალაშია. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი კი პირველი მაისიდან ამოქმედდება. აღნიშნული მუხლი სამეწარმეო ვენახის გაშენებას შეეხება. ცვლილების მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს ნებართვითაა შესაძლებელი და მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშებისგან. ვენახის გაშენების წესს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს. წესი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა ახალი რეგულაციები …
Tag Archives: ქართული ღვინო
რა საფრთხეს უქმნის საოჯახო მარნებს „ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები? – შეფასება
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს აჩენს. ცვლილებები 4 მარტს, მეორე მოსმენით მიიღეს კანონში. „კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება“- აცხადებს „გამჭვირვალობა“. ამ ცვლილებების …
Continue reading “რა საფრთხეს უქმნის საოჯახო მარნებს „ღვინის კანონში“ შესული ცვლილებები? – შეფასება”
ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება
მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 2012 წელს, 400 ბოთლით დაწყებული ორგანული ღვინის წარმოება, თიბისის მხარდაჭერით ვითარდებოდა და დღეს უკვე „მარტვილის მარანი“ 12 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს. სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად „მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი საქართველოში …
Continue reading “ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება”
კახას ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში
Rethelstraße 100 40237 Düsseldorf – ამ მისამართზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ქართული ღვინის ბარი, „Kakhaber“ ბევრ სტუმარს მასპინძლობს. ბარის მეპატრონე 41 წლის კახაბერ გაბელაიაა. გერმანიაში 14 წლის წინ გადასახლდა და ღვინის ბარის იდეა პანდემიის დაწყებამდე გაუჩნდა. ამისთვის შესაფერისი ადგილი იქირავა, მზადება დაიწყო და პანდემიამაც იფეთქა. დაიკეტა ბარები და რესტორნები. კახას გეგმა შეიცვალა. რახან ბარები დაიკეტა მაღაზიის …
ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე
რუსეთის დუმის წევრმა, რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე. იგი ამბობს, რომ მხარს უჭერს სანქციების დაწესებას და რუსული ბაზრის დახურვას საქართველოსთვის. „საქართველოში მეღვინეობა უკვე ნამდვილად ჩამოიშლება [რუსეთის ბაზრის გარეშე]. თუ ჩვენ დავადებთ სანქციებს, ქართველმა ხალხმა უნდა ჰკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონისთვის თუ საკუთარი …
Continue reading “ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე”
ქედაში ღვინის ფესტივალი გაიმართება – გამოვლინდება ქედის საუკეთესო ღვინოები
2019 წლის 7 ივლისს, დღის 16 საათიდან, მახუნცეთში, რესტორან „ჭადრების“ მიმდებარე ტირიტორიაზე, ქედის ღვინის ფესტივალი გაიმართება, სადაც ქედელი და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტის მეღვინეები საკუთარი წარმოების ღვინოს წარმოადგენენ. ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, ასევე, გაიმართება კონკურსი ქედელ მეღვინეებს შორის, სადაც გამოვლინდება „საუკეთესო წითელი ღვინო“ – ორი გამარჯვებული ნომინაციაში, „საუკეთესო თეთრი ღვინო“ – ორი გამარჯვებული, …
Continue reading “ქედაში ღვინის ფესტივალი გაიმართება – გამოვლინდება ქედის საუკეთესო ღვინოები”
იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება
იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ფარგლებში. განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით ეწყობა. „ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare“-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში …
Continue reading “იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება”
ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ექსპორტი 13 %-ით გაიზარდა
ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გავიდა ექსპორტზე, რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია.ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% …
Continue reading “ღვინის ეროვნული სააგენტო: ქართული ღვინის ექსპორტი 13 %-ით გაიზარდა”
განსაზღვრავს თუ არა ღვინის ფასი ხარისხს
რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინოები და რა განაპირობებს ღვინის მაღალ ხარისხს? ამ და სხვა კითხვებზე, ენოლოგმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა, ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონის“ ტრენერმა კახა ჭოტიაშვილმა გვიპასუხა. ბატონო კახა, რომელი ქართული ღვინოები მიიჩნევა ყველაზე ძვირადღირებულად? ქართული ყურძნის ჯიშებიდან, ყველაზე დიდი პოტენციის მქონე ყურძნის ჯიში და, შესაბამისად, ღვინოც არის საფერავი. საფერავი აუცილებლად მშრალი, განსაკუთრებით ქვევრის …