4 გმირის ამბავი 1921 წლიდან – „უთხარი დედას, რომ დავეცი ბრძოლის ველზე“

„ქართველებმა რამდენჯერმე მოიგერიეს შეტევა სანგარ ნომერ ოთხზე, თუმცა ნაშუადღევს ჩამოწვა ნისლი. ნისლით ისარგებლა მოწინააღმდეგემ…“ – ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით 1921 წლის იმ დღეს იხსენებს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე, როცა თბილისში ჯერ არ ფრიალებდა წითელი დროშა. ამ დროს ქართველები საკუთარი სიცოცხლის ფასად ტაბახმელასთან ცდილობდნენ რუსი ოკუპანტების შეჩერებას. იმ დღეს ტყვიამფრქვევს სხეულით გადაეფარა შალვა ერისთავი. მისი ბოლო სიტყვები ასეთი …

მაზნიაშვილის რაზმი და არა იუნკრები – ვისი საფლავია ბათუმში, გმირთა სკვერში

ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული.  ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, …

იუნკრების ხსოვნის დღე ბათუმში ბელარუსების მონაწილეობით

დღეს, 23 თებერვალს, ოკუპაციიდან 101-ე წელს, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან შეიკრიბნენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები, მოქალაქეები უკრაინიდან და ბელარუსიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთი კვლავაც იტაცებს მცოცავი ოკუპაციით, ასევე უკრაინასა და ბელარუსს, სადაც მიმდინარე პროცესები რუსეთის აგრესიის გაგრძელებაა. მემორიალთან შეკრებილებმა დღეს საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. ბათუმის საკრებულოს წევრი …

რესპუბლიკის პირველი იუნკრები

23 თებერვალს საქართველოში ქართველი იუნკრების ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ვინ იყვნენ ქართველი იუნკრები და რა ბედი ეწიათ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ირაკლი ირემაძეს ესაუბრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელს. ეს ცენტრი რამდენიმე წელია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას იკვლევს. როდის და როგორ შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი   იუნკერთა სასწავლებელი რესპუბლიკის …

Exit mobile version