ბაღდათში გვქონდა დიდი ეზო იასამნის ხეებით – ქართველი ებრაელი ისრაელიდან

„საქართველოში, ბაღდათში ვცხოვრობდი 19 წლამდე. ჩვენს დიდ ოჯახში იყვნენ ჩემი მშობლები, ბიძა და ბიცოლა, ბებია-ბაბუა და ჩემი ძმა. ამ მოგონებებს ვერაფერი წაშლის. ბაღდათში გვქონდა დიდი, მოვლილი ეზო  სურნელოვანი იასამნის ხეებით. მამა და ბიძა ფოტოგრაფები არიან და მთელი ჩვენი მეზობლები, კლასელები, სკოლელები, მეგობრები სურათებს სულ ჩვენს იასამნებში იღებდნენ. ცნობილი იასამნები გვქონდა. ჩემი სკოლის არდადეგების დროს ყოველ …

ყველაფერი მენატრება საქართველოში, ადამიანები, ბალახი, ცა… – ქართველი ისრაელიდან

ლონდა ხახიაშვილი საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად 10 წლის წინ წავიდა. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ერთდროულად სავსე სიხარულით და სირთულეებით. ლონდა ხახიაშვილი, ქართველი ებრაელი: ისრაელში 2012 წელს ჩამოვედი, 10 თვით ადრე ჩემი ქალიშვილი ჩამოვიდა სასწავლო პროგრამით. გარდა იმისა, რომ ისრაელი ჩვენი, ებრაელების ისტორიული სამშობლოა, ამ ქვეყანასთან დიდი ნათესაური კავშირები მქონდა, დედა, ახლობლები, თითქმის …

ბათუმელი ვერონიკა ჰოლოკოსტსა და საქართველოში ებრაელების ცხოვრებაზე

27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. ჰოლოკოსტის სახელით აღინიშნება 1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. გენოციდის შედეგად 6 მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა. რას ამბობენ ჰოლოკოსტზე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ებრაელები? „ბათუმელები“ ერთ-ერთ მათგანს ესაუბრა. 19 წლის ვერონიკა …

„ჩემს სახლს ვეძებდი და მიცნეს: უი, სიმა, შენა ხარო?“ – ქართველი ებრაელების დაბრუნება 40 წლის შემდეგ

შაპტაი [შაქრო] და სიმა ხენები [ხიხინაშვილები] ქართველი ებრაელები არიან და ზაფხულს ბათუმში ატარებენ. ისინი მეშვიდე წელია ჩამოდიან საქართველოში. შვიდი წლის წინ სიმამ და შაქრომ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტეს – ზუგდიდსა და ბაღდათში, ანუ იქ, სადაც დაიბადნენ და ბავშვობა გაატარეს… სიმას და შაქროს ოჯახებმა საქართველო 1973 წელს დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში წავიდნენ. მაშინ სიმა 10 წლის ყოფილა, …

ბათუმში ისტორიული სინაგოგის ნაცვლად ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავენ

„ამ ადამიანებს უნდათ მე-19 საუკუნის სინაგოგის ადგილას დაიდგას მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც, თურმე, პირველ სართულზე სინაგოგას გახსნიან, მეორე სართულზე – ქაშერული ტიპის სასადილო-რესტორანს, მესამეზე – ებრაული კულტურის ცენტრს და მაღალ სართულებზე იქნება სტუმრის სახლი, ებრაელი რაბინებისთვის. სიტყვა სასტუმროს ხსენებას ერიდებიან, თუმცა ზუსტადაც სასტუმროზეა საუბარი,“ – ბათუმელი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე ბათუმის ძველი სინაგოგის მოსალოდნელ ტრანსფორმაციაზე წერს. „ბათუმელებმა“ …

Exit mobile version