ალბერტო ვეტესე იტალიელი მასწავლებელია. ის ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა, როგორც ასისტენტ მასწავლებელი და სტაჟირებას გადიოდა ბათუმის საჯარო სკოლებში. „ბათუმელებთან“ ალბერტო ამბობს, რომ პატარა ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. თავადაც „სკაუტი“ იყო, შემდეგ კი ლონდონსა და ბერლინში აღმზრდელად მუშაობდა საბავშვო ბაღებში. „ბავშვებთან მუშაობა ძალიან მომწონს. მიყვარს მათთან დროის გატარება. მასწავლებლობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, ვსწავლობ მათთან …
Tag Archives: ქართველები უცხოელების თვალით
იტალიელი დიპლომატი ბათუმზე: საერთო შფოთის მიუხედავად ხალხი სეირნობს და „კარმენს“ უსმენს
იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი და მოგზაური, ლუიჯი ვილარი, 1876 წელს დაიბადა. ის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პარალელურად საგაზეთო გამოცემების კორესპონდენტადაც მუშაობდა. იყო იტალიის ვიცე-კონსული 1906-1910 წლებში ამერიკის სამ ქალაქში: ნიუ ორლეანში, ფილადელფიასა და ბოსტონში. ამერიკაში გამგზავრებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე კი რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა და 1905 წელს საქართველოში ჩამოვიდა. ვილარის ბევრი წიგნი აქვს დაწერილი მოგზაურობაზე. …
XIX საუკუნის იტალიელი ავტორი ქართველებზე: იმდენადვე ამაყები არიან, რამდენადაც უპოვარნი
„ჯულიო ფერარიოს ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა. ჯულიო ფერარიო მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები მსოფლიო კულტურის ისტორიის მკვლევარი და ენციკლოპედისტია. მის ნაშრომში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა კავკასიის ხალხთა, მათ შორის, ქართველების დახასიათებას, საცხოვრებელი გარემოს, ზნე-ჩვეულებების, ცხოვრების წესების, …