186 მოკლული ქალი – რატომ ვერ აჩერებს სახელმწიფო ფემიციდს

სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ერთი შეცდომაც კი, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში, უპატიებლად უნდა შეფასდეს – ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ამავე სასამართლომ უპატიებლად შეაფასა პოლიციის, პროკურატურის უმოქმედობა, რამაც 2014 წელს ახალგაზრდა ქალის – მარიამ წივწივაძის მკვლელობა გამოიწვია. 33 წლის ლექტორი მოძალადე ქმარმა უნივერსიტეტის დერეფანში მოკლა. საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჩვენებს, თუ რამდენად მიუტევებელია, როცა სამართალდამცავი ორგანოები …

რა გადაწყვიტა სასამართლომ მსხვერპლი ქალის საქმეზე, რომელმაც 16-ჯერ მიმართა პოლიციას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2022 წლის 14 აპრილს საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კერძოდ, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია აუნაზღაუროს მორალური ზიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის დედას, ვისი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაც სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცილა. „მსხვერპლი ქალი მეუღლის (და შემდგომ ყოფილი მეუღლის) მხრიდან განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ და …

ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკეს – თბილისში მოკლული ქალის საქმე 

წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიცია ამ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ზურაბ ბერიძე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერია და მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ამოიღეს ერთი პერსონალური კომპიუტერი და ერთი ნოუთბუქი. ბათუმში ზურაბ ბერიძის სახლში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. მედიის ინფორმაციით, კი ქალს ცეცხლსასროლი …

49 წლის კაცმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – შსს

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 49 წლის კაცი დააკავეს. თუ მას დანაშაული დაუდასტურდა, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 5 ოქტომბერს… ყოფილ მეუღლეს, 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, – წერია შს სამინისტროს მიერ …

თურქეთში 30 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა – მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საკუთარ სახლში პოლიციამ  ქალი მოკლული იპოვა. პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის ქალს დანით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე აღენიშნებოდა ცემის კვალი. ქალი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, ქალი მეუღლემ მოკლა. პოლიცია ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. ___ მთავარი ფოტო: haberturk

ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა

ის ხელის აფარებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში და ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილას უხმოდ დაჯდა. “ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესის დახურვას,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს არ სურს მისი სამსახურებრივი მონაცემების გასაჯაროება. “სხდომის დახურვას თავისი საფუძველი აქვს, რაც არ არსებობს,” – მოუჭრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ. რეპლიკის შემდეგ ადვოკატმა დაამატა, რომ ბრალდებულს პირადი ცხოვრების …

დედის ისტორია – “ჩემმა შვილმა ყელში ორჯერ გამომისვა დანა”

„ღამის თორმეტი იქნებოდა, როცა მოვიდა. ვუთხარი, სახლში არ გიშვებ-მეთქი და ბოქლომი კიდევ ერთხელ შევამოწმე, ჩაკეტილი ხომ არის-მეთქი. ჯერ ჩუმად იდგა, მერე პირდაპირ ყვირილი დაიწყო, რამდენ ხანს უნდა ვიყო გარეთო… ვუთხარი, პოლიციელებმა ხომ გაგაფრთხილეს, დედას არ უნდა მიუახლოვდეო. მერე უცებ ეს ფანჯარა შემოამტვრია და შემოვიდა, ხელი მიმკრა, გაზქურას წამოვედე და წავიქეცი… მაგინებდა, მაგიდიდან წითელი დანა აიღო …

Exit mobile version