სამინისტრო 866 231 ლარს დახარჯავს მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაზე

განათლების სამინისტრო წელსაც ნახევარ მილინზე მეტ ლარს დახარაჯავს ღონისძიებაზე, სადაც მასწავლებლების დაჯილდოებას აპირებს. სამინისტრო 866 231 ლარის მომსახურებას გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. „მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით“-წერია განცხადებაში, რომლითაც „ოცნების“ განათლების …

10 000 ლარი და სამკერდე ნიშანი – სუს-ში „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] „მოსამსახურის დღე“ და „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს. ჯილდო სამკერდე ნიშანს და ფულად გასაცემელს მოიცავს 10 ათასი ლარის ოდენობით. ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 24 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებებს, რომლებიც 21 ივლისიდან ამოქმედდა. სუს-ში „ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ …

ვაქცინირებული პირები ლატარიაში ფულს მოიგებენ – საპრიზო ფონდი 3 მილიონამდე ლარია

დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება. „ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, …

პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების ბოლო ეტაპი გამოცხადდა

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის მეორე ეტაპი დაიწყო და პედაგოგებს, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ფულადი ჯილდო, პროფესიიდან გასვლის სანაცვლოდ, 29 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ. განათლების სამინისტროს განცხადებით, ეს იქნება დასკვნითი ეტაპი და ამის შემდეგ, პრაქტიკოს პედაგოგებს შესაძლებლობა აღარ ექნებათ, ფულად ჯილდოზე განაცხადი გააკეთონ. პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს დაადასტუროს …

გრანპრის მფლობელ დირექტორს 5 000 ლარი გადაეცემა – ახალი კონკურსი სკოლებისთვის

განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გამოცხადდა სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი, რომლის მიზანიც საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა. ასევე, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის. განათლების კოალიციის ინფორმაციით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარებას და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებას სკოლებში. კონკურსანტების რეგისტრაცია დღეს, 29 ოქტომბერს, დაიწყო და …

528 მასწავლებელი აჭარაში სკოლას ტოვებს

აჭარის ექვსი რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 1 159 პენსიონერი პედაგოგიდან ჯილდოს სანაცვლოდ პროფესიიდან გასვლას 528 აპირებს, სხვებმა კი სკოლაში მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. როგორც რესურსცენტრებში გვითხრეს, წლის ბოლომდე, შესაძლოა, სკოლიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი  პენსიონერი მასწავლებელი ზაფხულის საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაზე გასული პენსიონერი მასწავლებლები 2019 წლის ბოლომდე უფროსი მასწავლებლის …

65 წლის მასწავლებელი, რომელმაც სკოლის დატოვებას გამოცდაზე გასვლა არჩია

65 წლის ეთერ დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პრაქტიკოსი პედაგოგია. ის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს პირველად დარეგისტრირდა. სახელმწიფო პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს ჯილდოს სთავაზობს. თუ პედაგოგი საგნობრივ კომპეტენციას არ დაადასტურებს, მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება. რატომ გადაწყვიტა საგნობრივი გამოცდის ჩაბარება – გთავაზობთ ბლიც-ინტერიუს ეთერ დუმბაძესთან. ქალბატონო ეთერ, რა იყო მთავარი მოტივი თქვენთვის, როცა …

საჯარო სამსახურებსა და ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში წინასააღდგომოდ დანამატებს არ მიიღებენ

ქალაქ ბათუმისა და აჭარის ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ საჯარო სამსახურებში წინასააღდგომოდ ხელფასზე დანამატები არ გაიცემა. წინასააღდგომოდ დანამატებს ვერ მიიღებენ ვერც ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ებში [მაგალითად, „ბაღების გაერთიანება“, „გამწვანება“ და სხვ.] დასაქმებულები. მერიაში აცხადებენ, რომ ამ სახის დანამატის გაცემა არც მერიის შპს-ებში [„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, „ბათუმის წყალი“…] იგეგმება. „წინასააღდგომოდ რაიმე დანამატები არც ადრე გაიცემოდა. იყო მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ისიც წინასაახალწლოდ“, …

Exit mobile version