როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება გარდატეხის ასაკში მყოფთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, მოზარდების 40-60%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი: ჰორმონალური პროცესების შედეგად იწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდებს ეცვლებათ ხმა, სხეული. ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილები არაპროპორციულად იზრდება: კიდურები, ცხვირი და ა.შ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოზარდებს აბნევთ და ძაბავთ. მშობლებსაც უჭირთ …

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებაზე – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, იგივე სქესობრივი მომწიფების ასაკი, გოგოებისთვის ძირითადად იწყება 10, 11-დან 14 წლამდე და ბიჭებისთვის 12-16 წლის შუალედში. ეს პერიოდი ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და შესაბამისად, ფსიქოემოციური ცვლილებებით ხასიათდება. გოგონებსა და ბიჭებში ცვლილებები შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს. რით ხასიათდება ეს ცვლილებები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები სიახლეებს სხეულში და როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები მოზარდებს სქესობრივ მომწიფებაზე? – „ბათუმელებთან“ ამ თემებზე …

როცა მოზარდი ემოციებს არ გამოხატავს და სმარტფონსაა მიჯაჭვული

გარდატეხის ასაკის ბავშვების ურთიერთობა მშობლებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდებს მათი აღარ ესმით, შვილები აღარ უსმენენ და მეტიც, თითქოს გაურბიან მშობლებს და სძულთ კიდეც ისინი. თუმცა, სინამდვილეში, მოზარდებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებისგან გამოყოფის ე.წ. სეპარაციისა. ისინი ცდილობენ შეიქმნან ფსიქოლოგიური ავტონომია. ხანდახან მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვულები და …

Exit mobile version