ასობით ტომარა ნაგავი მყინვარწვერზე [ფოტო]

ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. მოხალისეებმა ცელოფნის პარკები, პლასტმასის ბოთლები და სხვა, საყოფაცხოვრებო ნაგავი შეაგროვეს. აქცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით გაიმართა. ყაზბეგის ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ეროვნული პარკის ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1 400 მ-ზე …

4 ფოტო, რომლებიც ჟორჟ სიმენონმა გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში გადაიღო

ეს ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა მწერალმა, ჟორჟ სიმენონმა გადაიღო ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში. ფოტოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, სულხან ღლონტმა გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რომელიც წერს, რომ ამჟამად ბათუმში იმყოფება ჟორჟ სიმენონის შვილი, ჯონ სიმენონი, რომელიც ოჯახის არქივიდან მალე ბათუმის 1930-იანი წლების ფოტოებს გადმოსცემს ქალაქს. ჟორჟ სიმენონი ბათუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა. მის რომანში – „ხალხი …

ბეშუმში თოვლის საფარის სიმაღლე 4 სანტიმეტრს აღწევს

21 სექტემბერს, ღამით, კურორტ ბეშუმში გათოვდა. ბოლო ინფორმაციით, თოვლის საფარის სიმაღლე ბეშუმში 4 სანტიმეტს აღწევს. კურორტ „ბეშუმის“ დირექტორი, ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კურორტზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე დამსვენებელი. მისივე ინფორმაციით, ბეშუმს მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული არ არის. ხვალიდან ბეშუმში, ისევე როგორც მთელი აჭარის ტერიტორიაზე, გამოიდარებს.

შვლები მაჭახელას ეროვნული პარკიდან [ფოტო]

მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა შვლები დააფიქსირა. მაჭახელას ეროვნულ პარკში ბინადრობენ წითელი ნუსხით დაცული ცხოველები: მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში რამდენიმე ფოტოხაფანგია. ვრცლად ამ თემაზე:  სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს

პრეზიდენტს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ყვავილები მიართვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს ათონელის სასახლეში ესტუმრა და ყვავილები მიართვა. „საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტაციის ვებგვერდზე. ამავე თემაზე:  უფლებები ყვავილების ნაცვლად

ძველი ბათუმის 6 ფოტო ციფრული ბიბლიოთეკიდან

ბათუმი, დღევანდელი მემედ აბაშიძის ქუჩა. კუთხეში ჩანს სასადილო „პავილიონი“, გაზეთების კიოსკთან კი – რიგია. ბათუმის ნავსადგური, 1908 წელი. ბათუმის ნავსადგური. ღამე ბათუმში. ღია ბარათი. სახლი მარიას [დღევანდელი მემედ აბაშიძის] გამზირზე. _________________ წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

აპრილის თოვლი აჭარის მთებში [ფოტო]

დღეს, 23 აპრილს, მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთ სოფელში თოვლი მოვიდა. 23-24 აპრილს მთიან რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღისით კი  3-8 გრადუსი სითბო. ხვალიდან აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

საკურას ყვავილობა ბათუმის ბულვარში [ფოტო]

საკურას, იაპონური ალუბლის ხეების დარგვა ბათუმში რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა. იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი. ინიშნავენ პირველი ყვავილობის დღესაც, როცა ხის …

ამოტრიალებული მანქანა აჭარაშიც გამოჩნდა

ჩაქვში, ავტობანზე ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული ავტომანქანა დადგეს. აქციის მიზანი მძღოლების გაფრთხილებაა, იარონ ფრთხილად, არ გადააჭარბონ  სიჩქარის ლიმიტს, არ დასხდნენ საჭესთან  ნასვამები და ა.შ. მსგავსი ინსტალაცია თბილისში 10 აპრილს დაიდგა.  ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, კომპანიის ვინაობა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

თოვლიანი პეიზაჟები ხულოს სოფლებიდან [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტში ორი დღეა თოვს. როგორც ხულოს მერიაში გვითხრეს, დაბაში თოვლის სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი დაახლოებით 40-60 სანტიმეტრს აღწევს. „ამ დილით გაითიშა შუქი თხილვანის თემში, ხიხაძირსა და რიყეთში, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. დილიდან იწმინდებოდა გზები, გადაადგილება ყველგან შესაძლებელია, ახლა მიმდინარეობს თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების …

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბაგრამის და ქაბულის სამხედრო ბაზებზე [ფოტო]

დღეს, 8 თებერვალს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთში, ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე იმყოფებოდა. მან ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტთან ერთად ბაზაზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც.

ბათუმი მე-19 სართულის შუშის კედლებიდან

ბათუმის ურბანული პოლიტიკა მუდმივი კრიტიკის საგანია, მიუხედავად ამისა, მშენებლობა იმავე ტენდენციით გრძელდება, ბათუმს ისევ არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა, იგივეა გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხიც: „ყველაფერი კანონის ფარგლებშია“.  ასეთ ფონზე ბათუმი სულ უფრო კარგავს მწყობრად განაშენიანებული ქალაქის სახეს. ინვესტორები ზღვის პირას დარჩენილი რამდენიმე ნაკვეთის შევსებასაც მაღალსართულიანი შენობებით აპირებენ. ამჯერად სწორედ ასეთი რამდენიმე სამშენებლო პროექტის პრეზენტაციისას, ფოტოები ერთ-ერთი სასტუმროს მეცხრამეტე …

ხილის ფესტივალი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში [ფოტო]

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ციტრუსების კოლექციიდან 33 სახეობის ციტრუსი, ხეხილ-კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ბაღის სანერგეში გამოყვანილი ციტრუსის ნერგები. ფესტივალში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ და მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის ,,ჩიფსებს”.

მაღალმთიან სოფლებში თოვს [ფოტო]

დღეს, 15 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.  

სევდა, ყავა და „სახლი მოჩვენება“ – 8 ფოტო პრეზიდენტის არჩევნებიდან

არჩევნების დღეს ჟურნალისტები და მოქალაქეები არაერთ საინტერესო და სახალისო ფოტოს იღებენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ რამდენიმე, ჩვენი აზრით განსაკუთრებით დასამახსოვრებელ ფოტოს, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ეს 2018 წელის არჩევნებზე აჭარაში გადაღებული ყველაზე პოპულარული ფოტოა. როგორც ჩანს, საარჩევნო უბანზე მოწყენილობაა. ფეისბუქზე ფოტოს „პანაშვიდიც“ უწოდეს. საქართველოს პრეზიდენტი ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. როგორ დავეხმაროთ უფროსებს ხმის მიცემაში – ფოტოინსტრუქცია. …

მაცივრები დაიჟანგა – ყველისა და ხორცის სექციები ბათუმის ბაზარში ცვლილებებიდან 2 წლის შემდეგ

ბათუმის ბაზარში ყველი რომ მხოლოდ მაცივრებიდან უნდა გაყიდულიყო, ორი წლის წინ გადაწყდა. როგორც 2016 წელს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია “ბათუმელებთან” ამბობდა, ამ სექციაში ცვლილებების მიზანი სექციის ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა იყო. როგორც ბათუმის ბაზარში მოვაჭრეები  ამბობენ, მაცივრებმა არ გაამართლა. ბათუმის აგრარულ ბაზარში 2016 წელს ცვლილებები ყველისა და ხორცის სექციებს შეეხო, რომელთა რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს …

ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან

მერისის ჩანჩქერი ქედის მუნიციპალიტეტში მერისის ხეობაში მდებარეობს. ამ ადგილამდე მისასვლელი საავტომობილო გზა ჩანჩქერამდე რამდენიმე მეტრში სრულდება და საცალფეხო ბილიკი იწყება. ჩანჩქერთან მისასვლელად ლოდებზე ხის ძელისგან გაკეთებული კიბე დევს, რომელიც არამყარია და დამცავი მოაჯირი არ აქვს. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ, მერისში, ჩანჩქერის სანახავად ასული უცხოელი ტურისტი ლოდებზე გადებული ძელებიდან გადავარდა, თუმცა დაზიანებას გადაურჩა. ტერიტორია, სადაც, …

დღეს მომხდარი ავარიის ხუთივე მსხვერპლი კაცია – ფოტო ავარიის ადგილიდან

ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთისკენ მიმავალ გზაზე, „ღვინის სახლთან“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრნი არიან. ყველა გარდაცვლილი კაცია, მათ შორის მამა-შვილი.  „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ. შემთხვევა დაახლოებით დილის ათ საათზე, ხელვაჩაურიდან ქედისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. აქ მოძრაობა ჯერ კიდევ შეფერხებულია. მსუბუქი ავტომობილებისა საცობში აღმოჩნდა ტურისტების ჯგუფების ავტობუსები. პოლიცია …

ბათუმში, სასაფლაოს გზაზე, საცობია

ბათუმში, სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, დადიანის, სერგი მესხის, ერისთავის ქუჩებზე, საცობია. გადაადგილება ჭირს ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სერგი მესხის ქუჩა მოუწესრიგებელია, რაც კიდევ უფრო აფერხებს მოძრაობას. სასაფლაოსკენ ტაქსით მიმავალი ზოგიერთი მგზავრი მანქანიდან ჩამოდის და ფეხით აგრძელებს გზას.

დასკოჩილი ატრაქციონი ბავშვებისთვის [ფოტოამბავი]

დაბა ხულოს საბავშვო ბაღის ეზოში ორი წლის წინ დადგმული ატრაქციონი დაზიანებული და წებოვანი ლენტითაა შეკრული. ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორი, ირაკლი რიჟვაძე ამბობს, რომ ატრაქციონი თოვლმა დააზიანა და მერიას წერილობით უკვე მიმართეს: „თუ შესაძლებელი იქნება, შევაკეთებთ, თუმცა მანამდე გადავხედავთ, მოქმედებს თუ არა საგარანტიო ვადა“ . ირაკლი რიჟვაძის თქმით, ატრაქციონი ამ დროისთვის უსაფრთხოა. „ატრაქციონი უსაფრთხოა, თუმცა პერსონალი გაფრთხილებულია, …

ქალაქ კემეროვოში დაღუპულებისათვის ბათუმში, ვარდების სკვერში, ყვავილები მიიტანეს

დღეს ბათუმში, ვარდების სკვერში, მოქალაქეებმა რუსეთში, ქალაქ კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ამავე თემაზე: „უთხარით დედას, რომ მიყვარდა“ – შემაძრწუნებელი ისტორიები კემეროვოდან

ბაზრობა ხულოს ცენტრში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში ბაზარი არ არის. ხილ-ბოსტნეულს გამყიდველები აქ მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღია სივრცეში, დახლებსა და სატვირთო ავტომობილებზე ყიდიან. ხილ-ბოსტნეულის გარდა ავტომობილებზე იყიდება პურის ფქვილი, მარილი, ბრინჯი და ალკოჰოლური სასმელებიც კი.

ამერიკული სამხედრო ხომალდი ახლო ხედით [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების მეექვსე ფლოტის ხომალდი  USS Oak Hill დგას.  ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. დღეს ხომალდზე შესვლის  და დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს მიეცათ. ხომალდის ეკიპაჟში 700-მდე წევრია. მათთან 330 მეზღვაურია, დანარჩენი კი სამხედრო მოსამსახურეები არიან. …

სომხური ქადების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

18 მარტს ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან ტრადიციული ქადის ფესტივალი გაიმართა, რომელიც დიდი მარხვის დროს იმართება. ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული ქადები გამოიტანეს და ფესტივალის მონაწილეებს გაუზიარეს. 

კაცი, რომელიც 30 წელზე მეტია მტრედებს უვლის (ფოტო)

 76 წლის ჯუმბერ ქემხაძე 30 წელზე მეტია მტრედებს უვლის. ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, პატარა სავაჭრო ჯიხური აქვს, სადაც საეკლესიო სანთლებს ყიდის. მის ჯიხურში სანთლების გარდა ბლომადაა ძველი პური, ხორბალი, ბრინჯი და წიწიბურა მეგობარი მტრედებისთვის. ჯუმბერ ბაბუ, როგორც მას ინასარიძის ქუჩის მცხოვრებნი ეძახიან, ყოველდღიურად, დაახლოებით, 450 მტრედს აპურებს.                   …

უკუღმა დაკიდული აჭარის დროშა მერიის შენობაზე – მერიის განმარტება

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა შემოტრიალებული აჭარის დროშა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ გადაიღო და ფოტოს ვიდეოც დაურთო თან: ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დროშა სწორად იყო დაკიდული და ქარმა შეატრიალა: „დილიდანვე მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებული იქნა დროშები. ლერმონტოვის ქუჩაზე, დროშის დაწევის შემდეგ ქარმა ამოატრიალა დროშა, ორ სამაგრიანიდან მოწყდა, დარჩა …

დაშვებული დროშები ბათუმში – ოკუპაციის დღე

ბათუმის მერიის შენობაზე, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის  დაკავშირებით, დროშები დაშვებულია. შავი ლენტები აქვს დროშებს აჭარის მთავრობისა და საკონსტუტუციო სასამართლოს შენობებზე. საქართველოს მთავრობის ცნობით, დროშა დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.  

ავარია ქობულეთის ცენტრში

21 თებერვალს, საღამოს, ქობულეთის ცენტრში ავტოავარია მოხდა – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ტოიოტას მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნასას წინასაახალწლო ფოტოები კოსმოსიდან

ამერიკული გამოცემის, The Atlantic-ის ვებგვერდებზე, ტრადიციის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში 25 დეკემბრამდე ყოველდღე ქვეყნდება 1990 წელს ორბიტაზე გაშვებული კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლის მიერ გადაღებული თითო ფოტო. ნასას სპეციალური, ჰაბლის მისიის გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება, რომელსაც მოცემულ მომენტში ხედავს ტელესკოპი და დაათვალიეროთ კადრები. როგორი იყო ჩვენი გალაქტიკა და დედამიწის მიღმა სამყარო მთელი წლის მანძილზე? გამჭვირვალე, ვარსკვლავებით …

საახალწლო განათება ბათუმში [ფოტო]

ბათუმი საახალწლოდ მორთეს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ევროპის მოედანზე დგას, 25 დეკემბერს, საღამოს ცხრა საათზე, საზეიმოდ აინთება. წელს ბათუმის საახალწლო განათებაში, მათ შორის ნაძვის ხეების, ქუჩების, სკვერების მორთვასა და შემდგომ დემონტაჟში 1 მილიონ 509 ათასი ლარი დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან.                  

სოფელი ბაკიბაკო თოვლში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოს ელექტროენერგია ამ დროისათვის არ მიეწოდება. სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. ხულოში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს.

ყვავილები “ლეოგრანდში“ დაღუპულთათვის

დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ სტუდენტებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 – საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე.

Exit mobile version