მათი ასი წელი

აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს – 33 ქალი და 1 კაცი. მათგან ყველაზე უხუცესი 114 წლისაა, ფიქრიე ირემაძეა და ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. გასული ერთი თვის განმავლობაში „ბათუმელები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს ხვდებოდა.  გთავაზობთ მათ ისტორიებს მოკლედ. 101 წლის აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე 101 წლისაა. ცხოვრობს ქედაში. ჰყავს ოთხი შვილი …

გადამზიდავები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი მათი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება და დღის პირველ, ორი საათზე მთავრდება. დღეში საშუალოდ 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ და ტონობით ტვირთი გადააქვთ. ისინი თავიანთ თავს გადამზიდავებს, უფრო სწორად კი „მეკაჭკეებს“ უწოდებენ და საქართველოს ყველა იმ ქალაქში შეხვდებით, სადაც ბაზარია. ერთი ყუთის, ტომრის გადატანა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე ღირს. ერთ გზაზე, …

სათამაშოები სოფელში [ფოტოპროექტი]

ავტორი, ფოტო: ია ფრანგიშვილი  საქართველოს სოფლებში სათამაშოების მაღაზიები არ არის, თუმცა ზოგიერთ სოფელში მაინც შეძლებთ სათამაშოს ყიდვას სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების პატარა მაღაზიაში, სადაც ბავშვის სათამაშოებს, ძირითადად, მოკრძალებული ადგილი უჭირავს. არჩევანი დიდი არ არის: რამდენიმე ავტომანქანა, თოჯინა, პლასტმასის პისტოლეტი… რა სათამაშოები აქვთ და რაზე ოცნებობენ ბავშვები აჭარის სოფლებში? ცხრა წლის ჯაბა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ …

ზღვა ნაპირიდან [ფოტოპროექტი]

მათ მთელი ცხოვრება ზღვას მიუძღვნეს, ზღვისკენ მიიწევდნენ, მსოფლიო შემოიარეს, უამრავი საფრთხე და დაბრკოლება გადალახეს. წყალზე იყო მათი სახლი, ნაპირზე კი – ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ისინი შორეული ნაოსნობის კაპიტნები არიან, რომლებიც დღეს უკვე მიწაზე, შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ. „ბათუმელები“ ფოტოპროექტში – „ზღვა ნაპირიდან“ – შორეული ნაოსნობის ხუთ კაპიტანს გაგაცნობთ.   პარმენ ხვედელიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბათუმის ნავიგაციის …

ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს. „არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები …

Exit mobile version