სპორტი, როგორც ფუფუნება – რატომ ღირს ფიტნესკლუბები საქართველოში ევროპაზე ძვირი

„18 ევრო ღირს ჩემი სახლის გვერდით სპორტული ცენტრი, სადაც ფიტნეს დარბაზია და საცურაო აუზიც,“ – გვიყვება ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში მცხოვრები ალექსანდრე სანაძე. ნათია ვიტი, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან კი ამბობს, რომ 15 – 20 ევროდან არის შესაძლებელი ფიტნესდარბაზით სარგებლობა, ერთთვიანი აბონემენტი. ამ ფასად, მაგალითად, ბათუმსა და თბილისში არათუ საცურაო აუზით, მხოლოდ ტრენაჟორებითაც ვერ ისარგებლებ. დაბალი შემოსავლებისა …

საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნება, თუმცა საუნებისა და სხვა სპაპროცედურების გარეშე. მთავრობის 24 თებერვლის დადგენილებით, საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა კვლავ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში რჩება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა  საცურაო აუზებზე, საუნასა და სპაცენტრებზე არაფერი უთქვამს. …

დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ საპროტესტო აქციაა. აქციაზე შეკრებილები ფიტნესკლუბების გახსნას ითხოვენ. „ეს არის აბსურდული შეზღუდვა. პირიქით, ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი… თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, პირველი თებერვლიდან მაინც გავხსნით ფიტნესკლუბს, როგორ და რანაირად, ამას მოგვიანებით გეტყვით,”- უთხრა ჟურნალისტებს “რეფორმერის” დამფუძნებელმა, გიორგი ფუტკარაძემ. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში ფიტნესკლუბებს ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ. „რეფორმერი” …

ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

„ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ მონები,“ – ამბობს გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ დამფუძნებელი. ის შაბათს, 3 საათზე, აქციის მოწყობას ჩაკეტილი ფიტნესკლუბის წინ გეგმავს ლოზუნგით – „დასრულდეს მონობა“. ეს ის ფიტნესკლუბია, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და დაჯარიმების მიუხედავად მუშაობა განაგრძეს. ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ სამართალდამცველებმა …

ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას სთხოვს, მისი სახლი დატოვონ

„7 საათის წინ ვიქირავე, ეს ჩემი სახლია. თუ რომელიმე შპს-თან გაქვთ პრობლემა, იპოვეთ მისი იურიდიული მისამართი და რაც გინდათ ის უქენით… მე ვარ საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი, ჩემი დაპატიმრებისთვის ცესკოს უნდა მიმართოთ“, – ასე მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციელებს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელმაც აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა. ფიტნესკლუბი „Reformerfitness“ – ი …

ზურაბ ჯაფარიძის ლაივის შემდეგ ფიტნესკლუბი გამოძიების დაწყებაზე გააფრთხილეს

„შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები როცა მოვიდნენ დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს ფეისბუქლაივი უკვე დასრულებული ჰქონდა და დარბაზში ვარჯიშობდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „Reformerfitness-ის ხელმძღვანელი. მას ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ კლუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, რადგან ფიტნესკლუბი ისევ ფუნქციონირებს. „ხვალიდან აქ უფლება არავის აქვს შემოვიდეს, ეს ჩემი სახლია… ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად,“ – განაცხადა …

ფიტნესკლუბი ბათუმში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას არ აჩერებს

შეზღუდვების მიუხედავად, ბათუმში მუშაობას აგრძელებს ფიტნესკლუბი „Reformerfitness“. დღეს ამ ფიტნესკლუბში მისული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და პოლიციელებს უთხრეს, რომ პანდემიის დროს დადგენილ შეზღუდვებს, რომელიც ფიტნესკლუბებსაც ეხება, არ ემორჩილებიან. ეს ფიტნესკლუბი ბათუმში სექტემბერში გაიხსნა და აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გაჩერებას არ აპირებს. „გიცხადებთ დაუმორჩილებლობას… ასე ხომ არაა, გახარიას როდის რა მოუნდება, გვითხარით, რატომ არ უნდა ვიყოთ აქ, …

Exit mobile version