რამდენ ჰექტარს დახნავს მთავრობა აჭარაში – მიწის დასამუშავებლად 1,2 მილიონია გამოყოფილი

აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – …

მთავრობამ ღორების დაცვის წესიც დაამტკიცა – სეს-ის განმარტება

საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ [წესი] დაამტკიცა, რომელიც ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ღორებისთვის, რომლებსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის. ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია. „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების …

მთავრობამ ხბოს დაცვის წესი დაამტკიცა

მთავრობამ ახალი წესი – „ხბოს დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა, რომელიც, როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, „ადგენს იმ ხბოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს, რომელსაც ბაგურად ინახავენ გამოზრდისა და სუქებისთვის“. მაგალითად: „სადგომი უნდა იყოს ისე აშენებული, რომ ყველა ხბოს შეეძლოს დაწოლა, დასვენება…“ „ორ კვირაზე ნაკლები ასაკის ყველა ხბო უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ქვეშაგებით…“ „ხბოები არ უნდა იყვნენ დაბმული…“ „სადგომი, …

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის

თიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, აქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება და მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში. რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და  კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება – …

ოჯახი, რომელსაც 50 ტონა კარტოფილი მოჰყავს

ისინი სოფელ ტაბახმელაში, ერთ სახლში ცხოვრობენ – ორი ძმა მეუღლეებთან ერთად, დედა, რომელიც 81 წლის არის და 16 წლის ომარი. 6-სულიან ოჯახს ერთი წლის განმავლობაში 50 ტონა კარტოფილი მაინც მოჰყავს და ყოველდღიურად 50 ლიტრა რძეს ამუშავებს. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ოჯახს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მთაში გამოკიდებულ სოფელში ცხოვრობს, სრულიად უზრუნველყოფილია. ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია – …

Exit mobile version