რატომ ამჯობინეს ჟოლოს მოყვანა კარტოფილს ხულოს სოფელ დიოკნისში

ხულოს სოფელ დიოკნისში, სადაც 70-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბოლო წლებია კარტოფილის მოყვანას ჟოლოს ბაღების გაშენებას ამჯობინებენ.  60 წლის თენგო შავაძემ კენკროვანი კულტურის მეურნეობაზე გადასვლა სამი წლის წინ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა, რომ მეზობლების გაშენებული ჟოლოს ბაღები კარგ მოსავალს იძლეოდა და მისი მოვლა, კარტოფილის ნარგავებთან შედარებით, ნაკლებად შრომატევადი იყო. თენგომ ბაღის გაშენება ჟოლოს 200 ნერგით დაიწყო. …

როგორ გამოიყენებს ფერმერი აგრობარათზე დარიცხულ თანხას – 200 ქულა 1 ჰექტარზე

პროგრამა, რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდიის მისაღებად საჭიროა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. ეს პროგრამა თითქმის იგივეა, რაც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემოღებული აგრობარათები …

აჭარის მთაში ფერმერების მხოლოდ 35% მიიღებს მიწის სუბსიდიას – 200 ლარს

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა რეგისტრირებული მიწის თითოეულ ჰექტარზე 200-ლარიან სუბსიდიის გაცემას გეგმავს, თუმცა, არსებული მონაცემებით, გლეხების უმეტესობა აჭარაში ამ სუბსიდიას ვერ მიიღებს. აჭარის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30-35 პროცენტს აქვს მიწა რეგისტრირებული, როგორც საკუთრება. სუბსიდიის მისაღებად კი, მოქალაქეს, მინიმუმ, 2 500 კვ/მ მიწა მაინც უნდა ჰქონდეს საკუთრებაში დარეგისტრირებული [ამ ფართობის ნაკვეთის შემთხვევაში სუბსიდია 50 ლარია]. მთავრობამ ასევე …

რატომ ღირს თხილი სამეგრელოში 6 ლარი და აჭარაში 3 ლარი – ფერმერების აქცია მთავრობასთან

ქობულეთის სოფლების – ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატეს, წყავროკას, ჩაქვის მცხოვრები ფერმერები დღეს, 30 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ფერმერებთან ერთად იყვნენ ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გუშინ, 29 აგვისტოს, განაცხადა, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და თხილის მოსავლის ჩაბარების საკითხის კოორდინირება დაავალა. ფერმერები მთავრობის სახლთან იმის გასაგებად შეიკრიბნენ, …

იანვრიდან საწარმოები არაიდენტიფიცირებული ცხოველის რძეს აღარ ჩაიბარებენ

2019 წლის პირველი იანვრიდან რძის გადამამუშავებელი საწარმოები  რძეს აღარ შეიძენენ იმ ფერმერებისგან, რომლებსაც ცხოველები არ ჰყავთ  სურსათის ეროვნულ სააგენტოში იდენტიფიცირებული. ამ  ცვლილებებისა და იდენტიფიკაციის პროგრამასთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO-მ დასავლეთ საქართველოში ფერმერებთან და რძის სექტორში წარმოდგენილ მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, ერთი მხრივ, ფერმერთა დროული ინფორმირება ახალი …

ფაროსანასგან დაზარალებულებს საფინანსო ორგანიზაციებთან ვალდებულება გადაუვადდებათ

იმ ფერმერებს, რომლებსაც თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა, აჭარის მთავრობა ფინანსურად არ დაეხმარება. ფერმერებმა დახმარების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მთავრობის სახლთან აქციაც გამართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ამ სახის კომპენსაცია. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტეს, აჭარის  მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული: „მთავრობამ …

აჭარის მთავრობა მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის საკითხს არ განიხილავს

მეთხილე ფერმერებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი აჭარის მთავრობაში არ განიხილება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მამუკა თურმანიძემ უთხრა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობა მხოლოდ საბანკო ორგანიზაციებთან აწარმოებს მოლაპარაკებას მეთხილე ფერმერების მიერ აღებული სესხების გადავადების მოთხოვნით. მინისტრის მოადგილე თხილის მოსავლის მასობრივად გაფუჭებას ფერმერების მხრიდან აგროწესების დარღვევას უკავშირებს. „ახლა რომ მიხვიდეთ რომელიმე ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთში, ყველა აგროწესი …

მეთხილე ფერმერები კომპენსაციას ითხოვენ – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან

ქობულეთში მცხოვრები ფერმერები აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ფერმერებს თხილის ბაღები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მოსავლის 90 პროცენტი გაუფუჭდათ და კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. დავით მახარაძე: „მე სოფელ ჯიხანჯურიდან ვარ. ჩვენთან არც გზაა და არც წყალი ამ ზაფხულში… თხილზე მთავრობა ამბობდა, რომ თვითონ შეწამლავდა. ერთხელ შეწამლეს და ეს იყო. თხილს სამჯერ წამლობა უნდა. მოსავალი აღარ …

ფერმერები მთავრობისგან შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების ხარისხის გაკონტროლებას ითხოვენ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე დღეს, ქედაში მოსახლეობას შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ 2017 წელს განსახორციელებელი და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრთან შეხვედრაზე ქედელმა ფერმერებმა ძირითად პრობლემადუხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული  შხამ-ქიმიკატები მცენარესა და მოსავალს ანადგურებს და მინისტრს პრობლემის მოგვარების მიზნით პესტიციდებზე კონტროლის მექანიზმის აღსრულება სთხოვეს. „მოსახლეობის უმრავლესობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა, …

Exit mobile version