ფეესბე უკრაინის რადაში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ცდილობდა – უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის პარლამენტის დერეფნებსა და დარბაზებში მოსასმენი აპარატურის დაყენებას აპირებდნენ და თავის აგენტს შესაბამისი დავალებაც მისცეს. უშიშროების სპიკერის, არტემ დიხტიარენკოს თქმით, კონტრდაზვერვამ გამოარკვია, რომ რუსეთის ფეესბეს წარმომადგენელმა, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ყირიმში ყოფნისას გადაიბირა უკრაინის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელიც პარლამენტში ღონისძიებების ორგანიზებაზე მუშაობდა. „თავისი რუსი კურატორის მითითებით, აგენტს უნდა მოეპოვებინა …

ФСБ ისე დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ ომამდე რამდენიმე დღე კიევში ბინებს აწყობდა – WP

The Washington Post-ი წერს, რომ მისი ჟურნალისტების რამდენიმეთვიანმა გამოძიებამ, რომელიც უამრავ კონფიდენციალურ მასალას, მათ შორის, რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელთა საუბრებს და უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მაღალჩინოსნებთან ინტერვიუებს ეყრდნობა, უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთა:  რუსეთის უშიშროების სამსახურის იატაკქვეშა განყოფილებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კრემლის საომარი გეგმები უკრაინაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ფეესბე კიევში მარიონეტული რეჟიმის …

უკრაინის დაზვერვა რუს პილოტებს ფულის სანაცვლოდ თვითმფრინავების გატაცებას სთავაზობდა – ФСБ

რუსეთის ფეესბე [ФСБ] ამტკიცებს, რომ ჩაშალა უკრაინის დაზვერვის ოპერაცია – რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცება პროექტ Bellingcat-ის ჟურნალისტის, ქრისტო გროზევის მონაწილეობით. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. რუსეთის სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ უკრაინის დაზვერვა ცდილობდა რუსი პილოტების გადაბირებას, რათა მათ ფულის ან ევროკავშირის მოქალაქეობის სანაცვლოდ, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცათ. უკრაინული მედია წერს, რომ ФСБ-ს მტკიცებით, უკრაინის დაზვერვასთან ერთად, …

Exit mobile version