აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფატი ხალვაში ამბობს, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში ამჯერად პანდემიამ შეუშალა ხელი. 2016 წელს გაფორმებული შეთანხმებით, კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ის არის, ქობულეთში შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის დღის ცენტრი უნდა გაეხსნა. საქართველოს პარლამენტის ორი ყოფილი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ …
Tag Archives: ფატი ხალვაში
რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე
„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს. რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. …
მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში ჩაქვში ერთწლიან ანგარიშს წარადგენს [ანონსი]
11 თებერვალს, ჩაქვში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში თავისი საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს მოსახლეობას წარუდგენს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და დეპუტატს კითხვები დაუსვას. შეხვედრა დეპუტატთან 17:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ჩაქვი, “ჩაის სახლი” – თამარ მეფის N33
ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად
საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ 2016 წელს, უსასყიდლოდ და უზუფრუქტის წესით, ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, ორსართულიანი შენობა გადასცა. დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავენ. აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ …
Continue reading “ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად”
ფატი ხალვაში: გენდერული კვოტირება დისკრიმინაციული ხომ არ არის?
„გენდერული კვოტირება რაღაცნაირად დისკრიმინაციული ხომ არ არის? მუდმივად კვოტირების რეჟიმში ვერ ვიქნებით,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ფატი ხალვაშმა ბათუმის დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე მიმდინარეობს დისკუსია თემაზე – „რისთვის არის საჭირო გენდერული კვოტირება“. ფატი ხალვაშის მოსაზრებით, ის იმიტომ არ აურჩევია ვინმეს პარლამენტში, რომ ქალია და უკეთესი იქნება, თუკი ამომრჩეველი ქალ კანდიდატზე არჩევანს მისი გამოცდილებით და …
Continue reading “ფატი ხალვაში: გენდერული კვოტირება დისკრიმინაციული ხომ არ არის?”
ფატი ხალვაში: ჩემთან არ მოსულან ხეების გადატანით შეწუხებული მოქალაქეები
„მე მგონია, ვალდებულება არ არის, რომ აუცილებლად კანონპროექტის ინიციატორი ვიყო,“ – ასე უპასუხა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ფატი ხალვაშმა „ბათუმელების“ შეკითხვას, უშუალოდ მას რა საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა პარლამენტში. დეპუტატმა დღეს, 24 იანვარს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ანგარიში ჩააბარა. შეხვედრას ძირითადად თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. „ხელის მიჭერით არ ხდება მხოლოდ კანონის მიღება, საკომიტეტო მოსმენებზე მიმდინარეობს …
Continue reading “ფატი ხალვაში: ჩემთან არ მოსულან ხეების გადატანით შეწუხებული მოქალაქეები”
დეპუტატ ფატი ხალვაშის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია
24 იანვარს, 17:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაჟორიტარი დეპუტატი, ფატი ხალვაში, მისი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მაჟორიტარ დეპუტატს დაუსვას კითხვები. მის: ფარნავაზ მეფის ქუჩა, N 62/64/66 აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
დეპუტატების გარბენი ბათუმის ბულვარში
გარბენი სახელწოდებით „იყავი ჯანმრთელი“, 29 ივლისს გაიმართება. პარლამენტის წევრმა, ფატი ხალვაშმა, „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ გარბენი მისი ინიციატივით და ორგანიზებით იგეგმება. კითხვაზე, რატომ გადაწყდა გარბენის მოწყობა, დეპუტატი ამბობს, რომ ამ ფორმით სურს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდოს. „ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ მაგალითი, რომ ჩავაბათ ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრებაში. ამიტომ მეც ვაპირებ გარბენში მონაწილეობას“, -გვეუბნება ის. ფატი ხალვაშის თქმით, ის …
ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დეპუტატი არ დაესწრო
ამ წუთებში ბათუმში, „ჩართულობის ცენტრში“, მიმდინარეობს საჯარო შეხვედრა თემაზე: „ევროკავშირი და ვიზალიბერალიზაცია“. შეხვედრა ფატი ხალვაშის ბიუროსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] ორგანიზებულია. ჩართულობის ცენტრის დარბაზში შეკრებილები დეპუტატს ელოდნენ, თუმცა შეხვედრის ორგანიზატორის ინფორმაციით, ფატი ხალვაშმა ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო. შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენელმა ევროკავშირისა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა. დაგეგმილია ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის …
Continue reading “ფატი ხალვაშის ბიუროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დეპუტატი არ დაესწრო”
ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს
პარლამენტარი ფატი ხალვაში, ბათუმის მერიას, პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებისთვის ოფისის გამოყოფას თხოვდა. ეს საკითხი დღეს, 27 თებერვალს, უნდა განეხილა საკრებულოს სხდომაზე. თუმცა, როგორც საკრებულოში თქვეს, პარლამენტარმა განცხადება უკან გაითხოვა. ფატი ხალვაშის განმარტებით, განცხადების გატანის მიზეზი ოფისის ქირის ფასია. „ის ოთახი, რომელიც მერიას უნდა გამოეყო, დიდია და ფასიც ძვირი გამოდის. ჩვენ ბიუროებისთვის 4 000-მდე ლარი გვაქვს …
Continue reading “ფატი ხალვაშს ბიუროს ოფისის დასაქირავებლად საკმარისი თანხა არ აქვს”
ფატი ხალვაში თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიას ოფისს სთხოვს
ფატი ხალვაში, როგორც ბათუმის N68 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიისგან საოფისე ფართობს ითხოვს. შესაბამისი წერილით პარლამენტარმა ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს, მიმდინარე წლის 6 თებერვალს მიმართა. ბათუმის მერი მზადაა ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N23-ში მდებარე 23, 33 კვ.მ ფართობი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, ფატი ხალვაშს [პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით] მიაქირაოს წელიწადში 3950 ლარად, ანუ, …
Continue reading “ფატი ხალვაში თავისი ბიუროსთვის ბათუმის მერიას ოფისს სთხოვს”
ფატი ხალვაში: საპარლამენტო ტრიბუნის წარამარა გამოყენება პოპულიზმია
საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი ფატი ხალვაში საკანონმდებლო ორგანოში მეორე ვადით მოსახვედრად იბრძვის. ის ამჯერადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ოღონდ არა ქობულეთში. ამჯერად ის ამომრჩევლის გულის მოგებას ბათუმის #68-ე საარჩევნო ოლქში ცდილობს. ისევ პარლამეტში მოასახვედრად იბრძვით, ამჯერად სხვა ოლქიდან, რა გეგმები გაქვთ, შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ? ამჟამად ვარ დეპუტატი საქართველოს პარლამენტის …
Continue reading “ფატი ხალვაში: საპარლამენტო ტრიბუნის წარამარა გამოყენება პოპულიზმია”
„ოცნება“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად ფატი ხალვაშს წარადგენს
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად ბათუმში დღეს „ქართული ოცნება“ ფატი ხალვაშს წარადგენს. იგი არის მოქმედი პარლამენტარი და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის და. ის, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ, „ბათუმელებს“ ფატი ხალვაშმა დაუდასტურა. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე წარადგენს. …
Continue reading “„ოცნება“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად ფატი ხალვაშს წარადგენს”