„ლარნახევრად პურსაც ვერ იყიდი“ – გამოკითხვა ბათუმში 1,57 ლარით სოცდაუცველების კვებაზე

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ და ანტიკონსტიტუციურ მთავრობაში ხელფასები ათასობით იზრდება, ბათუმის მერია სოციალურ სასადილოებში ერთი ადამიანის სადილში 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავს. რამდენად სამართლიანია მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდა? მაგალითად, 2026 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები 1400-1400 ლარით გაიზარდა და უკვე 16 000 ლარია, მინისტრების ხელფასი 13 600 ლარი გახდა, დეპუტატებისა – 12 …

ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ „სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათის“ შესყიდვაზე ტენდერი 183 ათას 240 ლარით გამოაცხადა. თითოეული ბენეფიციარი საახალწლოდ მიიღებს შემდეგ პროდუქტებს: შაქარი – 1 კილოგრამი მზესუმზირას ზეთი – 1 ლიტრი გაყინული ქათამი – 1 ცალი ხორბლის ფქვილი – 1 კილოგრამი ამ პროდუქტებს უფასო სასადილოს 7 595 ბენეფიციარისთვის, სააგენტო, სოციალურად დაუცველი ჯგუფის ერთჯერადი უფასო …

1600-ით გაიზარდა უფასო სასადილოს მომხმარებელთა რაოდენობა ბათუმში – ბოლო 9 თვე

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 22 აგვისტოს უფასო სასადილოებს დახურავს და ბენეფიციარებს 1 თვის სასურსათო კალათას დაურიგებს. სასადილოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მერიაში კოვიდპანდემიის გამო მიიღეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო ერთჯერადი კვების“ პროგრამაში ამ დროისთვის 7 595 ბენეფიციარია ჩართული. ამ პროგრამაში 2020 წლის დეკემბერში 6000-მდე ბენეფიციარი იყო. ანუ გასული წლის ბოლოდან დღემდე უფასო სასადილოებით …

ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემა 10 იანვარს დაიწყება 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ სასადილოებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. „კუთვნილი პროდუქტის ერთი თვის მარაგს მუნიციპალური სასადილოს ძირითადი და დამატებითი სიის ყველა ბენეფიციარი მიიღებს“ – აცხადებს მერია. 2020 წლის ბოლოს ბათუმის მუნიციპალიტეტების სასადილოებს 6000-მდე ბენეფიციარი ჰყავდა, ხოლო დამატებით სიაში 500-მდე პირი. კანონის თანახმად, უფასო სასადილოთი სარგებლობენ ის სოციალურად …

უფასო სასადილოს 6000-მდე ბენეფიციარს მერია სასურსათო კალათას გადასცემს

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბათუმში მხოლოდ ერთი მუნიციპალური სასადილო იმუშავებს, აქაც ბენეფიციარების მიღება შეზღუდული იქნება. მერიის ინფორმაციით, 6000-მდე ბენეფიციარისთვის, რომლებიც მუნიციპალურ სასადილოში სადილობდნენ ან საკვები მიჰქონდათ, პროდუქტების გაცემა დაწყებულია, საახალწლოდ კი სპეციალური სასურსათო კალათების გაცემა იგეგმება. „ბათუმელები“ დაინტერესდა ასეთ შემთხვევაში რა ბედი ელით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბენეფიციართა ნუსხაში შესაბამისი ქულების მიხედვით ვერ მოხვდნენ, მაგრამ …

კვება უფასო სასადილოებში

ავტორები: ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე; ფოტო: გურამ აბდალაძე; რედაქტორი: ელენე ასათიანი

ხელფასი 440 ლარი – მზარეულები, რომლებიც სოციალურად დაუცველებს უმზადებენ სადილს

„რა ვქნათ, ყველა გაჭირვებულია,“ – ასე ამბობენ მზარეულები, რომლებიც ყოველდღე სოციალურად დაუცველებს ემსახურებიან. თითოეული მათგანის ხელფასი თვეში 440 ლარია. დილის რვა საათზე მზარეულები უფასო სადილის მოსამზადებლად იკრიბებიან. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარე მერიის მუნიციპალური სასადილოს მზარეულებს ვკითხეთ, როგორია თავად მათი სოციალური მდგომარეობა. „არ გვყოფნის ხელფასი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ვეჩვევით,“ – გაღიმებას ცდილობს გულიკო ყურშუბაძე და …

ბათუმის უფასო სასადილოებში 4 828 ადამიანი იკვებება – მერია დღეში ერთ პირზე 1.23 ლარს ხარჯავს

ბათუმში მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 6 %-ით გაიზარდა. ქალაქში მდებარე 6 უფასო სასადილოში ყოველდღიურად სადილს 4 828 ბენეფიციარი (1555 ოჯახი) იღებს. უფასო სასადილოებში იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ სადილობა,  რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ და ვისი ქულაც 60 ათასზე ნაკლებია. პროგრამით მოსარგებლეთა გარდა, სარეზერვო სიაში მყოფი 350 ელოდება თავის რიგს, თუ როდის შეძლებს უფასოდ …

რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში უფრო ძვირი, ვიდრე თბილისში

უფასო სადილი ბათუმში 1.90 ლარი ჯდება, თბილისში – 1.18. ეს თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველდღიურად ერთი ადამიანის კვებისთვის ე.წ. უფასო სასადილოებში. ბათუმში უფასო სასადილოებს ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“ ემსახურება. თბილისში იგივე მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს. რატომ ჯდება უფასო სადილი ბათუმში ძვირი? – შეკითხვა ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელს დავუსვით. …

უფასო მუნიციპალური სასადილოს უცვლელი მენიუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აჭარის მთაში

აჭარის მთიანეთში არსებული უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, 2018 წელსაც ძველი მენიუ დახვდება. არ შეიცვლება კერძების საერთო რაოდენობაც, მათთვის პროგრამულად გაწერილ საკვებ რაციონში ისევ კვირაში ერთხელ იქნება თევზი, შეზღუდული ოდენობით სამივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ვერმიშელი, ხარჩო, ბორშჩი, ბარდის წვნიანი, “პერლოვკის” წვნიანი, ფლავი ქიშმიშით, წვნიანი ბრინჯით – ეს ძირითადი კერძების უცვლელი ჩამონათვალია. …

კუთვნილი ულუფისთვის უფასო სასადილოში [ფოტო]

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილოს ამუშავებს, სადაც სოციალურად დაუცველებს დღეში ერთხელ, უფასო სადილით უმასპინძლდებიან. „უფასო სასადილოთი“ მოსარგებლეთა უმრავლესობას  კუთვნილი ულუფა ძირითადად შინ მიაქვს, ზოგიერთი კი სადილს სასადილოში მიირთმევს. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, აღნიშნული სასადილოებით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 042 ადამიანი  სარგებლობს. ბენეფიციართა ყოველდღიურად ერთჯერადი კვებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში …

Exit mobile version