ფერად ბუშტებში მავნე ნივთიერებები დაფიქსირდა – რას ამბობენ მწარმოებელ კომპანიაში 

კომპანია „სამი ძმა“ აცხადებს, რომ შეწყვიტეს ორი დასახელების ბუშტის იმპორტი და რეალიზაცია, ვინაიდან ამ პროდუქციაში მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. უკვე გაყიდულ ბუშტებს კი კომპანია უკან იბრუნებს. „ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის …

როგორი სათამაშოების გაყიდვა იკრძალება პირველი ივლისიდან – ახალი წესი

პირველი ივლისიდან საქართველოში მხოლოდ უსაფრთხო სათამაშოები უნდა გაიყიდოს. შესაბამისად, იკრძალება ისეთი სათამაშოების გაყიდვა, რომლებიც არ აკმაყოფილებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს დრო 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაავადა. ამ რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები …

სათამაშოების უსაფრთხოებაზე ახალი წესი 2021 წლის ივლისამდე აღარ ამოქმედდება

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, 6 თვის შემდეგ, 2021 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 17 დეკემბერს მიიღო. ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები – სათამაშოების მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიმართ. საქართველოს …

როდის გააკონტროლებენ სათამაშოების უსაფრთხოებას – ახალი წესი ბიზნესისთვის

საქართველოს მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება სრულად 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, უკვე დღეიდან, 2020 წლის 22 იანვრიდან, უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები სათამაშოების [ამ რეგლამენტთან] შესაბამისობაში მოსაყვანად. თავის მხრივ, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დაუშვას სააგენტოს წარმომადგენელი პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, …

Exit mobile version