ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დიდთოვლობის დროს დაზიანებული ხეები ოზურგეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცეს, ოღონდ მერიამ თავად უნდა გაიტანოს ხეები და ტერიტორიაც უნდა გაწმინდოს. კომპანიები მერიას წერენ, რომ ხე-ტყე „სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების მიზნით“ გადასცეს. შეკვეთილში იმ ნაკვეთებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, სასტუმრო „პარაგრაფი“ და დენდროლოგიური პარკია, ხეების მოჭრა-გატანა, ტყეკაფის გაწმენდა …
Tag Archives: ურეკი რეზიდენსი
რატომ მალავს მთავრობა განკარგულებას, რომლითაც ივანიშვილს გზა გაუცვალა
საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მალავენ მთავრობის იმ განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ და ივანიშვილის კომპანიამ – „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში ერთმანეთს გზები გადაუცვალეს. როგორც წესი, ამ ტიპის განკარგულებებს მთავრობა თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს წესი არ დაიცვა. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2019 წლის 23 აგვისტოს მიიღო, …
Continue reading “რატომ მალავს მთავრობა განკარგულებას, რომლითაც ივანიშვილს გზა გაუცვალა”
ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს გადაუცვალეს. გზა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის რეზიდენციასთან მისასვლელად აქამდეც სარგებლობდა და გადაკეტილიც კი ჰქონდა, სახელმწიფომ 1-ელ აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. მეორე გზა კი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთრებად 2011 წელს დაირეგისტრირა, შეკვეთილის პლაჟზე გადის. გზების გაცვლაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა …
Continue reading “ივანიშვილმა და სახელმწიფომ გზები გაცვალეს”
სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს
ყოფილ პრემიერსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში], საერთო ჯამში, 846 370 კვ.მ მიწის ნაკვეთი [85-ჰექტარამდე] ეკუთვნით. გარდა ამისა, „ბლექ სი რიზორთსი“ აღნაგობის უფლებით სარგებლობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ გზას და პლაჟს [ფართობი 19 594 კვ.მ]. ასევე „ბლექ სი რიზორთსი“ სასტუმრო „პარაგრაფთან“ მისასვლელი გზის მიმდებარედ უკანონოდ სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილ 89 316 კვ.მ ტერიტორიას, „ურეკი …
Continue reading “სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს”
აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხე გადააქვთ, რომელიც რამდენიმე დღეა რკინიგზასთან, ბობოყვათის რეზიდენციის მოპირდაპირედ დგას. ხე სოფელ შეკვეთილში, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ამ პარკისთვის ათეულობით სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე გაიტანეს აჭარიდან. ხეს, რომელიც ახლა რეზიდენციასთანაა, ბობოყვათის პლაჟიდან შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. პლაჟამდე მისასვლელი გზა რკინაბეტონის ფილებით უკვე მოწყობილია. მოწყობილია რკინიგზაზე გადასასვლელიც. …
Continue reading “აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა”
ივანიშვილს აფრიკიდან ოთხი ბაობაბის ხე მიაქვს – პორტი $850 000 მიიღებს (ბრიტანული გამოცემა)
ბრიტანულმა ონლაინგამოცემა EveningStandard, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს კენიიდან ბაობაბის ხეები მოაქვს. გამოცემის ცნობით, კენიის ერთ-ერთ პორტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ პორტიდან ბიძინა ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ხე უნდა გაიტანოს. ხეების გადატანით კი, ოთხთვიან სამუშაოში, პორტი, სავარაუდოდ, 850 000 აშშ დოლარს მიიღებს. იგეგმება თუ არა ბაობაბის ხეების აფრიკიდან შეკვეთილში გადმოტანა და იმ …
მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა
მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება, სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …
Continue reading “მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა”