რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა. მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია …

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს. პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის [საქონლის] კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. აღნიშნული ქონება კი „ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, …

რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს. ბათუმში უნებართვო გარევაჭრობაზე რეაგირებას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს, თუმცა 25 ოქტომბრიდან სიახლე იქნება ის, რომ ინსპექციას უფლება ექნება რეაგირება მოახდინოს „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში …

შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მოვაჭრეების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, გარემოვაჭრეები არ ავლენ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე სავაჭროდ, დაელოდებიან, როდის დადგამს ქალაქის მერია სავაჭრო ფანჩატურებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ  დაიწყებენ მუშაობას. მერიაში განაცხადეს, რომ 150-მდე სავაჭრო ფანჩატური მათთვის დაახლოებით 10-15 დღეში დამზადდება. გარემოვაჭრეების წარმომადგენლები ამჟამად ბათუმის მერიაში იმყოფებიან, დღეს ისინი …

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს ავტოსადგურში სავაჭრო ფანჩატურების აშენებას სთავაზობს

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, მათ მერიაში მერის, ლაშა კომახიძის სახელზე დაწერილი მიმართვა მიიტანეს და მერიას სთხოვეს, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი – ბათუმის ძველი ავტოსადგურის ტერიტორია, გარემოვაჭრეებისათვის მისაღები არ არის. ისინი შიშობენ, რომ რადგან ტერიტორია საკოლმეურნეო ბაზრის ახლოს მდებარეობს, მათი პროდუქციის შესაძენად მომხმარებელი ავტოსადგურის მეორე სართულზე არ ავა …

ბათუმის მერიამ დახლების აღებისთანავე წერეთლის ქუჩის გამწვანება დაიწყო

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, უკანონო გარევაჭრობის დახლები აიღეს, ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. „წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე ჩატარდა დასუფთავების სამუშაოები და მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები.  აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთო ჯამში 66 ძირი კიპარისის დარგვა იგეგმება,“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. გამწვანების პარალელურად, ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას …

ბათუმის მერია: გარემოვაჭრეებს შეეძლებათ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ივაჭრონ

27 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები აიღო. მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180  დახლია გამოყოფილი. „ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ბათუმის ქუჩების უკანონო გარევაჭრობისგან გათავისუფლების მიზნით მერიამ …

„ქუჩის იერსახე ადამიანებზე მნიშვნელოვანია?“ – მორიგი მცდელობა გარევაჭრობის აღსაკვეთად

ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ – აქ ამბობენ, რომ მათ სურთ, უფრო მოწესრიგებულ გარემოში იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში გადასახადსაც გადაიხდიან, მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა და ვაჭრობას შეძლებენ. წერეთლის ქუჩაზე ძირითადად ტანსაცმლით, საოჯახო წვრილმანებითა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. ფასები ხელმისაწვდომია, აქ დღის განმავლობაში ხალხი მოძრაობს, რაც ვაჭრობისთვის ხელსაყრელია, თუმცა ამ ადგილზე …

მერია გარემოვაჭრეებს ახალ ადგილზე ნებაყოფლობით გადასვლის შემთხვევაში 600 ლარს სთავაზობს

 ბათუმის მერია უკანონო გარევაჭრობის შესაჩერებლად გარემოვაჭრეებს გოგოლის ქუჩაზე, ალტერნატიულ ფართობში გადასვლის სანაცვლოდ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც ნებაყოფლობით, სათანადო აღრიცხვის საფუძველზე, გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიას, გადავა და საქმიანობას გააგრძელებს გოგოლის ქ. #1-ში მდებარე ალტერნატიულ ფართობში, ბათუმის მერია და სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ კომპენსაციის სახით გადასცემენ 200 ლარს ყოველთვიურად, 3 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, …

Exit mobile version