თოვის გამო კურორტ გოდერძისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რთული მდგომარეობაა წალკაშიც გზებზე. „თბილისიდან წალკის მიმართულებით არავინ წამოხვიდეთ, ავარიებია გზებზე, ყოველ ერთ კილომეტრზე ჩაკეტილია გზა ნამქერის გამო“- …

ბათუმში ძლიერმა ქარმა მოსაცდელი წააქცია

დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმში ძლიერმა ქარმა ცენტრალურ პარკში მოსაცდელი წააქცია. პარკში ქარმა ერთი ხეც მოგლიჯა. როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, ქალაქის ტერიტორიაზე ჯერჯერობით სხვა ზიანი უამინდობას არ გამოუწვევია. „მოსაცდელს დღის განმავლობაში აღადგენენ,“ – გვითხრეს მერიაში. აჭარაში ამინდი გუშინ გაუარესდა. ბათუმში დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და სეტყვაა, მაღალ მთაში კი, თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია.

ქობულეთში ზღვაში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს [ვიდეო]

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 …

აჭარაში 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

აჭარის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 2500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგიონულ ოფისში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიზეზი უამინდობაა. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 828 აბონენტს, ხოლო აჭარის მაღალმთიანეთში [ქედა, შუახევი, ხულო] _ 1600 აბონენტს. მაღალმთიანეთში პრობლემა თოვლმა შექმნა, დაზიანებულია გადამცემი ხაზები… ხელვაჩაურშიც და მაღალმთიანეთშიც გასულია ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – განაცხადეს …

აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც  მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა. დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი;  …

უამინდობა ბათუმში: გადაკეტილი წყლის სათავე ნაგებობები, დატბორილი ქუჩები და სადარბაზოები

ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. უხვი ნალექის გამო, შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დროებით გადაიკეტა ჩაისუბნისა და ჩაქვის სათავე ნაგებობები და წყლის მიწოდება შეუწყდათ: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, ბენზეს, გარადოკის, განთიადის, თამარის და ბარცხანის დასახლებებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნონეშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს. წყლის მიწოდება დღეს დილიდან უნდა აღდგენილიყო, მაგრამ „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ უხვი ნალექის გამო …

ხულოში გზის და ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხულოში, წუხელ განვითარებული უამინდობის გამო შეფერხდა საავტომობილო გზებზე მიმოსვლა და ელექტროენერგიის მიწოდება. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე  ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა სოფლების უმეტესობა კვლავ დენის გარეშე რჩება – “ორი დღე შუჩერებლად თოვდა, ამიტომ დაზიანებები ბევრია, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ნელ-ნელა აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველგან”. ხულოს მუნიციპალიტეტში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში …

Exit mobile version