„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში

„იმ ქართველებს, რომლებიც მართლმადიდებლობის გარდა სხვა აღმსარებლობას ირჩევენ, გამოლაყებული აქვთ ტვინი. ასე გვეუბნება ხოლმე ჩვენი ქართულის მასწავლებელი. წელს ხშირად ვეხებით რელიგიურ თემებს, რადგან ჰაგიოგრაფიას გავდივართ და „აბო“, „შუშანიკი“ – სულ ასეთ გმირებზე გვიწევს საუბარი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელი ელენე (სახელი შეცვლილია). არაოფიციალურ საუბრებში ცალკეული მასწავლებლები საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით მოსწავლეების მიმართ …

თავსაფარი, როგორც ბარიერი – მუსლიმი ქალების დასაქმება

„როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ დრესკოდით მუშაობას?“, „ექნება ხალხს თქვენი მიმღებლობა?“, „თუ თავსაფარს მოიხდით, მაშინ აგიყვანთ“ – ეს ფრაზები ჯერ კიდევ ესმით სამსახურის მაძიებელ თავსაფრიან მუსლიმ ქალებს საქართველოში დამსაქმებლებისგან. მუსლიმი ქალები გვიყვებიან თავიანთ გამოცდილებაზე და მიიჩნევენ, რომ დასაქმებისას თავსაფარი აღარ უნდა წარმოადგენდეს გაურკვეველი შიშისა და განსხვავებული ადამიანის მიუღებლობის საფუძველს. ციცი დავლაძე 22 წლისაა. სტუდენტობის პერიოდში არაერთხელ …

TDI პედაგოგების რელიგიური შინაარსის ლექციებში ჩართვას ეხმაურება

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეგიონებში პედაგოგებისთვის წილხვდომილობის შესახებ ლექციების ჩატარებას ეხმაურება. „საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრი მოთხოვნისა, სკოლებში ხშირად არ არის დაცული რელიგიური ნეიტრალობა, მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა რელიგიურ რიტუალში, ხდება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებით გამოფენა, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, დისკრიმინაციისა …

2018 წელს საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე ხშირად ირანის და ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს

ტოლერანტობის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საზღვრის გადმოკვეთისას. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საზღვრის გადმოკვეთაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებს (ირანი – 3224, ინდოეთი – 2254). უარის თქმის საფუძვლებზე შსს …

რა მოიტყუა რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ დღეს პარლამენტში

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ღავთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, 16 მაისს, პარლამენტში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ის შეურაცხყო. მაკო ღავთაძის თქმით, საკითხი შეეხებოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ზაზა ვაშაყმაძე ამტკიცებდა, რომ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, …

გაუუქმებს თუ არა პარლამენტი 31 დეკემბრამდე მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს

დღეს, 9 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ ინსტიტუტმა საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც შეეხება რელიგიური უმცირესობებისთვის საგადასახადო შეღავეთებისა და სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლებას. საკონსტიტუციო სარჩელი ქონებრივ  და საგადასახადო კანონმდებლობაში ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ეხებოდა. „საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი ამბობდა, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია იყო გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მაშინ,  როცა სხვები ამ გადასახადს იხდიდნენ. …

სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი [ვიდეო]

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის პრეზენტაცია. კვლევის თემაა სტუდენტური განწყობა უმცირესობისადმი და მედიის როლი.  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ კვლევის შესახებ სოციოლოგ ქეთი სართანიას ესაუბრა. გადაცემის წამყვანია ხატია სიხარულიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისე. გადაცემა მზადდება პროექტის ფარგლებში – „საქართველო ჩვენი სამშობლოა – ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში”, რომლის მხარდამჭერია …

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე ორმა არასამთავრობომ სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“(EMC)  ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით,  2017 წლის 10 ივნისს  ა(ა)იპ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და …

Exit mobile version