რა იცვლება ავტომობილის ინსპექტირების წესში ივნისიდან – ახალი დადგენილება

ტექნიკური ინსპექტირების შესახებ რეგლამენტში ახალი ცვლილებები შევიდა, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირების წესსა და ვადებს აზუსტებს, წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე. ცვლილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 22 მაისს დაამტკიცა და ის 3 ივნისიდან ამოქმედდება. ახალი ცვლილებით, რეგლამენტის 23-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების …

ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, კერძო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის შემოწმებისას, მისი ვიზუალური და ტექნიკური დაზიანების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური …

რა ვადა აქვთ ავტომანქანების მფლობელებს სავალდებულო ტექინსპექტირებისთვის

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერებულია და ამ პერიოდში ანუ 22 მაისის ჩათვლით, მფლობელებს არ აჯარიმებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელები ვალდებული იქნებიან, სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარონ. კონკრეტულად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი) სავალდებულო იყო 2020 წლის …

ტექდათვალიერების ფასს – 60/100 ლარი, საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის ცენტრს ერთ-ერთი კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. შპს „ეპიცენტრი“ მთავრობის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ინსპექტირების საფასური განსაზღვრულია და იგი 60 ლარია, მძიმეწონიანი ავტომანქანების შემთხვევაში – 100 ლარს. სარჩელის არსებით განხილვას ხვალ, 28 თებერვალს დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. მოსარჩელე თვლის, რომ მთავრობა ამ მიდგომით დაუსაბუთებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და მომსახურების …

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა და საფასური – ცვლილება რეგლამენტში

საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რომელიც ძალაშია 2019 წლის 5 მარტიდან. M1 კატეგორიის ტაქსების ინსპექტირება თუ სავალდებულო იყო ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ახალი დადგენილებით ეს ტაქსები ინსპექტირებას გაივლიან ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ; …

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი „გივა“ შაბათ-კვირასაც იმუშავებს. როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების [პტი] ცენტრ „გივაში“ განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მომართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს. „გივა“ ავტომანქანის მძღოლებს შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე მოემსახურება. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში კი სერვისცენტრი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში ამბობენ, რომ …

„გივა“ – ტესტირების ცენტრი, სადაც უნდა გაიაროს თქვენმა ავტომანქანამ ტექდათვალიერება

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო ხდება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის იმის მიხედვით, თუ რომელ რიცხვშია რეგისტრირებული ის მომსახურების სააგენტოში. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან კი დაიწყება იმ სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რომელთა ძრავის მოცულობა 3:0 და მეტია. თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა ტექდათვალიერება თქვენივე მაქსიმალური ზედამხედველობით, უსაფრთხოდ და სწრაფად გაიაროს, მაშინ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) შესაფერის …

მთავარი პრობლემა გამონაბოლქვია – რამდენმა ავტომანქანამ ვერ გაიარა ტექნიკური ინსპექტირება

ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების ორწლიანი რეფორმა პირველი იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ინსპექტირება სატვირთო ავტომანქანებმა უნდა გაიარონ, ასევე მუნიციპალურმა ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა. მსუბუქი ავტომანქანებისთვის ინსპექტირება სავალდებულო პირველი ივლისიდან იქნება. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ავტომანქანა, ძირითადად, შვიდი კრიტერიუმის შესაბამისად მოწმდება: მუხრუჭი, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. მძღოლები, რომლებმაც ინსპექტირება გაიარეს, ამბობენ, რომ ძირითადი პრობლემა …

Exit mobile version