ქობულეთის სოფლებისა და ქალაქის საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა

დღეს, 26 მარტს, სოფლების – ხუცუბნის, ქობულეთისა და სამების საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. შს სამინისტრო და განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში თავი შეიკავეს განმარტებისგან, რა ხდება ქობულეთის სკოლებში. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა განუცხადა, სკოლები დაახლოებით 12:00 საათზეს დაატოვებინეს. ევაკუაციის გამოცხადების შესახებ „ბათუმელებს“ სხვა სკოლებშიც დაუდასტურეს. ევაკუაციის გამოცხადების შესახებ „ბათუმელებს“ სხვა სკოლებშიც დაუდასტურეს. ევაკუაცია გამოცხადდა ქობულეთის მეორე საჯარო …

„5-6 ბავშვი ზის კლასში“ – ბათუმის ზოგიერთ სკოლაში ბავშვების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა

დღეს, 22 იანვარს, ბათუმის ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა. ფაქტი უკავშირდება გუშინ, 21 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტერორიზმის მუქარას. საუბარი იყო ბათუმის მე-3, მე-7, მე-8, მე-10 და 28-ე საჯარო სკოლებსა და რამდენიმე საჯარო სივრცეზე. „სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტრო. „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც ესაუბრა ამ …

რუსეთის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბი ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? – პოდოლიაკი

„დროა ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ალ-ქაიდას“ ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მოკვლას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, თუ თითქმის არავის სურს „ალ-ქაიდასა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან დიპლომატიური ურთიერთობა, გაურკვეველია, რატომ ინარჩუნებს დასავლეთი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ …

კიევთან, საერთო საფლავში, კიდევ 2 ნაწამები პირის ცხედარი იპოვეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში  მოკლული ორი სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. პრეზიდენტის მრჩეველი Twitter-ზე ცხედრების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დაღუპულებს აღენიშნებათ წამების კვალი – „დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები“. მიხაილო პოდოლიაკი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსეთი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში: „დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები. კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში …

ნაღმის შესახებ ინფორმაცია ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ ენაზე შევიდა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, დღეს 31 ივლისს, 18:00 საათზე რუსულ ენაზე შეტყობინება შევიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა იმყოფებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შსს გადაეგზავნა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ შენობაში. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელი რუსული ფოსტიდან იყო შეტყობინება, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ …

4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული. ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს. …

ტერორიზმის თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ცენტრი განმარტებას აკეთებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე  არგუმენტირებულ ესესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს: „ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესესათვის პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა. აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა. რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს …

ესეი ტერორიზმის შესახებ ეროვნულ გამოცდებზე – პედაგოგის შეფასება

„ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება.  გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება”. „როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმე ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი“. აღნიშნული დავალება აბიტურიენტებმა 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე მიიღეს. სოციალურ ქსელ ფეისბუკში ესეის …

ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალდებული პირების დედების განცხადება

ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული  გია ბახუნტარიძის, მირიან ირემაძის და ჯამბულ აბდულაევის დედებმა დღეს,  21 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართეს.  მათი განცხადებით,  მათი შვილები უკანონოდ არიან დაკავებული და ბრალიც არასწორად აქვთ წაყენებული.  ისინი  საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას და სასამართლო გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვენ. ნატო ირემაძე,  ბრალდებულ გია ბახუნტარაძის  დედა:  „ვფიქრობ,  ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან და …

ერთ-ერთი პირი, რომელიც საქართველოს ISIS-ის სახელით ემუქრება ხვიჩა გობაძეა

დღეს, 23 ნოემბერს, ქართულ ენაზე გავრცელებულ ვიდეოში, რომლითაც საქართველოს მოქალაქებს სისხლისღვრით ემუქრებიან, მოსაუბრეთაგან ერთ-ერთი პირი ხვიჩა გობაძეა.

Exit mobile version