აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელად შუახევის ყოფილი გამგებელი, ტარიელ ებრალიძე დაინიშნა. განათლების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი თავბერიძე კი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ახალი დირექტორი ფონდის თანამშრომლებს აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, 22 თებერვალს წარუდგინა. ტარიელ ებრალიძე 2013-2017 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მოსახლეობის 72.9-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. იგი პროფესიით …
Continue reading “შუახევის ყოფილი გამგებელი აჭარის განათლების ფონდის დირექტორად”