მარაგი იწურება – NCDC 2 მილიონი ლარის 100 ათას სწრაფ ტესტს იყიდის

COVID 19-ის საწინააღმდეგო ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი-მარტივი 100 ათასი ტესტის შესყიდვას საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] ტენდერის გარეშე,  2 122 800 ლარად გეგმავს. „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1 მილიონი ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია აპრილის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი. კერძოდ, ცენტრის საწყობში …

პანდემიის დაწყებიდან საქართველომ 29,8 მილიონი დოლარის ტესტი შეიძინა – COVID 19

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 24 მარტამდე პერიოდში საქართველომ, ჯამში, 29 826 110 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის [როგორც PCR, ასევე სწრაფი] ტესტი შეიძინა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა. ამ თანხიდან 29,4 მილიონი დოლარი სახელმწიფოს სესხია. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციამ ტესტები გადასცა ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უფასოდ-საჩუქრად. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „საქართველოსა და …

ჯანდაცვის სამინისტრო 200 000 სწრაფი ტესტის შესყიდვას გეგმავს – COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯამში 200 ათას ცალ ანტიგენის სწრაფ ტესტს (Antigen (Ag) RDT) და ანტისხეულების სწრაფ ტესტს (IgM/IgG) შეისყიდის. სამინისტრო შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს, მანამდე კი ფასების დასადგენად ბაზარს იკვლევს. ტესტების შესყიდვა, მსოფლიო ბანაკის დაფინანსებით, ამავე ბანკის COVID19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტროს დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი ფასები 23 ივლისამდე უნდა წარუდგინონ. სამინისტროს ინფორმაციით, …

Exit mobile version